Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ჯანსაღი გარემო მომავალი თაობისთვის

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    ჩვენი მიზანია ხაშურის რაიოინის სოფელ ჩუმათელეთში სასეირნო და დასასვენებელი ტყის ზონის მოწყობა გალამაზება და საზოგადოების ჩართვა ბუნების დაცვით საქმიანობაში. პროექტის განხორციელებას იმდენად დიდი შედეგი მოჰყვება, რომ დანახარჯი უმნიშვნელო იქნება მის ფონზე. გადაიჭრება პრობლემები როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკოლოგია. ამ პროექტის დახმარებით მასში ჩართული ყველა პიროვნების ეს იქნება მკვიდრი მოსახლეობა თუ სკოლაში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფი სამოქალაქო განათლების დონე მკვეთრად აიწევს და საზოგადოება უფრო ჩაუღრმავდება პრობლემებს როგორიცაა ტოლერანტობა, გენდერი, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
    აღნიშნული მიზნების მისაღწევად კი უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ამოცანები:
    სასეირნო ზოლი, რომელიც ამჟამად ჩვენი ინტერესის სფეროშია მოქცეული მდინარე სურამულას მიმდებარე ტერიტორიაზეა, რომელიც საკმაოდ დაბინძურებულია და ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს. საფრთხეს უქმნის სუნთქვის თავისუფლებას და ჯანმრთელობას. ჩვენ ამოვასუფთავებთ მდინარე სურამულას რაშიც დაგვეხმარება ხაშურის მუნიციპალიტეტი და გამოგვიყოფს ნაგვის მანქანას. ამ ამოცანაზე პასუხისმგებელი პირი კი სოფელ ჩუმათელეთის აქტიური მოსახლე სულიკო ხაჩიძე იქნება.
    ტყეში არ არის სკამები, სადაც შეიძლება ჩამოჯდე და დაისვენო, ისუნთქო სუფთა ჰაერი. ამიტომ პროექტის მონაწილეები სოფლის მოსახლეობასთან ერთად დავდგავთ სკამებს ტყის სხვადასხვა წერტილში. კონკრეტულად ამ საკითხს ორგანიზებას იტრიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი ნინო სამხარაძე გაუწევს.
    პარკში არ არის ნაგვის ურნები და დაგროვილი ნაგავი აბინძურებს გარემოს. ჩვენ განვათავსებთ ნაგვის ურნებს ტყის სხვადასხვა ზონაში რაც გადაჭრის უსუფთაობის პრობლემას და საზოგადოებაც უფრო ფაქიზათ მოეპყრობა მსოფლიო ფილტვებს. ამ საქმეს კი თავის თავზე სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი ნინო ხარაიშვილი აიღებს.
    ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი გასართობი წერტილი სტადიონია, რომელიც სრულიად მოშიშვლებულ მინდვრის საფარზე მდებარეობს. სხვა მიმდებარე ტერიტორიებისაგან განსხვავებითაქ არ არის ჩრდილი და მზეში ყოვლად შეუძლებელია დროის გატარება. ხაშურის მუნიციპალიტეტი გამოგვიყოფს ხის ნარგავებს, რომელსაც დავრგავთ, გავამწვანებთ ტერიტორიას და შევქმნით დასვენების მეტ რესურსს.
    ამოცანა ითვალისწინებს იტრიის სკოლაში არსებული საინიციატივო ჯგუფის მიერ საინფორმაციო დაფის შექმნას რომელიც განთავსდება სასეირნო ზოლში, სადაც საუბარი იქნება სამოქალაქო საკითხებზე რითაც ავამაღლებთ სამოქალაქო განათლებას ბავშვებში და მოზარდებში. ისინი ისწავლიან ტოლერანტობას, მეგობრობას, ადამიანთა უფლებებს და მოვალეობებს. ამ ამოცანაზე პასუხისმგებელი პირი პროექტის ხელმძღვანელი სალომე ჩადუნელი იქნება.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Khashuri

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      salome chaduneli
    • ქალაქი
      ხაშური
    • პროექტის ბიუჯეტი
      427 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...