მიზანი: თბილისის #32, #207, #133, #114 საჯარო სკოლის 15-16 წლის მოსწავლეებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ტრენინგების ჩატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის გაცნობიერების მიზნით.
შედეგი: მოსწავლეები გაივლიან ტრენინგებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გაეცნობიან მასალებს; გაიგებენ რა უარყოფითი შედეგი მოაქვს არა ჯანსაღ ცხოვრებას, გააცნობიერებენ რა დადებითი შედეგი მოაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს, როგორ დადებითად შეიძლება აისახოს ეს მათ მომავალზე.
გადამზადდება თანატოლგანმანათლებელი მოსწავლეები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ ჩააუტარებენ ტრენინგებს თანატოლებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, ოთხი პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს შორის.