Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    კრეატივი სკოლის თვითმმართველობაში

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • რეპორტი
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    პროექტის: "კრეატივი სკოლის თვითმმართველობაში" მიზანია სასკოლო ცხოვრებაში ახლად არჩეული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურობის ხარისხის გაზრდა, მათში კრეატიულობის წახალისება და განსახორციელებელი აქტივობებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
    პროექტის ფარგლებში სკოლის ახლად არჩეულ თვითმმართველობის 13 მოსწავლეს თავდაპირველად ჩაუტარდებათ ტრენინგები თემაზე: "პროექტის შემუშავება და მისი განხორციელებს გზები" და "ლიდერის უნარ-ჩვევები" ტრენინგების ჩატარების შემდგომ თვითმმართველობის წევრები მათდამი დაქვემდებარებულ კლუბებში: ჟურნალისტთა კლუბი, სამოქალაქო ინტეგრაციის კლუბი, თეატრალური კლუბი,ინტელექტუალთა კლუბი - განახორციელებენ თითო-თითო პროექტს, რომელიც ხელსშეუწყობს არა მარტო თვითმმართველობაში ჩართული მოსწავლეების გააქტიურებას,არამედ სკოლის სხვა მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, წაახალისებს მათ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.
    პროექტის დასასრულს თვითმმართველობის წევრები გამოუშვებენ მოსწავლეთა თვითმმართველობის ყოველთვიურ საინფორმაციო ჟურნალს, სადაც გააშუქებენ თვითმმართველობის მიერ ჩატარებულ აქტივობებს, მოსწავლეთათვის საინტერესო თემებს. აღნიშნული ჟურნალი გააშუქებს ასევე სასკოლო ცხოვრებას და იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის და მშობლისათვის, იგი პოპულარიზაციას გაუწევს როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობას, ასევე სასკოლო საკლუბო მუშაობასაც.
    აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსწავლეებს სამომავლოდ მისცემს მეტ სტიმულს სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში და სკოლის გარეთ, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის განვითარებას, შექმნის მოტივაციას სხვა მოსწავლეთათვის - აქტიურად ჩაერთვნენ, აირჩიონ და არჩეულ იქნენ მოსწავლეთა თვითმმართველობაში.
    მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, იგეგმება თვითმმართველობისათვის სტაბილური ოთახის გამოყოფა და მისი აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით.(იხ. ბიუჯეტი)

    მდებარეობა რუკაზე
    • Tbilisi

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Maya Guraspishvili
    • ქალაქი
      თბილისი
    • პროექტის ბიუჯეტი
      445 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...