პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
მარიამი აღლემაშვილი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2010-01-12
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ადიგენი, უდე
მობილური ტელეფონი
598151830
ელექტრონული ფოსტა
mariamiaghlemashvili2010@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
პროექტის ხელმძღვანელობა/დამუშავება, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან ურთიერთობების დამყარება, ღონისძიებების შემუშავება, ფინანსური საკითხები - მარიამი აღლემაშვილი
გამოკითხვების ინტერვიუების და დისკუსიების წარმართვა (ახალგაზრდების ინტერესების გამოსავლენად) - მარიამ მერაბიშვილი, მარიამ ზაზაშვილი
თემების შემუშავება კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით - ოთო ბარბლიშვილი, ანა ზედგინიძე
პრეზენტაციების შემუშავება, წარმართვა - მარიამ მერაბიშვილი, თეონა აბულაძე
ღონისძიებების დაგეგმვა და წარმართვა - მარიამ ზაზაშვილი, ანა ზედგინიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობა (საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის ფუნქციების განხორციელება) - ლიკა თუმანიშვილი
პრეზენტაციების შემუშავება წარმართვა- მარიამ ზაზაშვილი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
სხვა
პროექტის მოკლე აღწერა
მიზნები:
• ახალგაზრდებს განუვითარედეთ წიგნებთან ურთიერთობისთვის საჭირო ჩვევები;
• კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიაში მონაწილეობის უნარი;
• ინდივიდუალური შემოქმედებითი, სწორად მეტყველების, მხტვრული კითხვის უნარები;
• აუმაღლდებათ წიგნიერების დონე და ინტელექტი, დახვეწავენ ლიტერატურულ გემოვნებას.
• ახალგაზრდები ისარგებლებენ ადგილობრივი ბიბლიოთეკის წიგნებით, ეს გაააქტიურებს ბიბლიოთეკის მუშაობას, გაზრდის წიგნთან და ბიბლიოთეკებთან ურთიერთობის საჭიროებას და დამოკიდებულებას ახალგაზრდებში.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეების ინტერესის მოპოვება პროექტის ღონისძიებების მიმართულებით.
ახალგაზრდებში ინტერესის გაზრდა წიგნის კითხვის მიმართულებით.
ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილის გაზრდა
ღონისძიებებში ახალგაზრდების მასობრივი ჩართულობა და მათი ინიციატივების განხორციელბა.
ახალგაზრდების მიერ იდეების პროექტებისა და ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
საინტერესო, ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების/ სპორტსმენების წარმოჩენა.
ადგილობრივი კულტურის შესწავლა და პოპულარიზაცია.
ახალგაზრდების ჩართულობა და თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, მათ შორის ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებთან და განსაკუთრებით ბიბლიოთეკებთან.
საბოლოო შედეგი: ახალგაზრდებში ზოგადი განათლების დონის ამაღლება, ცნობიერების გაზრდა კულტურის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით. კომუნიკაციის, პროექტების შედგენის, პრეზენტაციისა და წიგნის კითხვისთვის საჭირო უნარ ჩვევების გამომუშავება.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
სოფელ უდეში არის წიგნიერების კუთხით სავალალო მდგომარეობა, მოსწავლეები მხოლოდ შემოიფარგლებიან სასკოლო პროგრამით, რადგან ადგილზე არ არის ახალგაზრდული თავშეყრის არანაირი ინტელექტუალური შესაძლებლობა, თავისუფალ დროს არ ეძლევათ შესაძლებლობა რომ ერთმანეთს შეხვდნენ ინტელექტუალური მიზნებით და გაუზიარონ ნააზრევი. არ ხდება მათი დაინტერესება წიგნის კითხვით, კულტურულ საგანმანათლებლო ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობით, შესაბამისად მათი დრო ფუჭად იფლანგება, ასეთი ვითარება ქმნის საინტერესო ველს მავნე ჩვევებისა და ქმედებების დამკვიდრებისათვის.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
ვინაიდან პროექტი საწყის ფაზაშია მიმდინარეობს მიზნობრივი პროგრამების შემუშავება არსებული მწვავე პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
პირველი ღონისძიება ჩატარდა სოფელ უდის სკოლაში, მე-7 მე-8 მე-9 მე-10 მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, გამოიკვეთა მოსწავლეთა სამი სახის ჯგუფი:საინიციატივო ჯგუფის 6 წევრი, რომლებიც უხელმძღვანელებენ პროექტში სხვადასხვა მიმართულებებს, მოსწავლეთა დიდი ნაწილი ჩაერთო პრიექტის განხორციელების პროცესში და მესამე ნაწილი დაინტერესდა პროექტით.
შემდეგი ნაბიჯი იქნება ფართის ადაპტირება და მოსწავლეების ზოგადი ინტერესების გამოსავლენად კვლევის ჩატარება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მოეწყობა ლიტერატურისა და ხელოვნების საღამოები, რომელიც კომბინირებული იქნება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრით ( სპეკტაკლი, მუსიკა, სიმღერა, პოეზია, პროზა, სახვითი ხელოვნება და სხვა); მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წაიკითხონ და განიხილონ მათთვის საინტერესო ლიტერატურა, შეხვდნენ ცოცხალ ავტორებს, წარმატებულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან. გამართონ პრეზენტაციები, დისკუსიები, კონცერტები, სამხატვრო გამოფენები, სპორტული ღონისძიებებიც(ჩემპიონატები)კი.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
3.კულტურის, სპორტის დაწესებულებები : კულტურის ცენტრი, ძიუდოს კლუბი, სპორტის სხვამიმართულების ხელმძღვანელები, ბიბლიოთეკები, სხვა კულტურული ობიექტები;
5. სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებები;
4. სოფლის რწმუნებული;
5.ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები;
6. მწერლები, პოეტები, ხელოვანები, სპორტსმენები და სხვა წარმატებული ადამიანები;
7. არასამთავრობო ორგანიზაციები;
8. ეკლესია/მონასტრები.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
1. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოსწავლეები.
2. ინკლუზიური მიმართუებით მოსწავლეები.
3. სკოლის მოსწავლეები.
4. სტუდენტები.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
1. სკოლამდელი და ინკლუზიური მოსწავლეები - 20 - 40;
2. სკოლის მოსწავლეები - 200 - 300;
3. სტუდენტები - 50 - 100;
ეროვნებათა უმცირესობები არ არიან.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
რისკები :
1. ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების არ ქონა
2. სასკოლო ფართით უზრუნველყოფის გარეშე დარჩენა.
მოგვარების გზაები:
1. პროექტის ფარგლებში საჭიროა დაფინანსება მხოლოდ პირველადი საჭიროებებისათვის რაც გულისხმობს ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების შეძენას.
2. სასკოლო ფართის გამოყენების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, არსებობს სოფლის ცენტრში არსებულ კლუბში ალტერნატიული ფართი, უდის თემის რწმუნებული თანახმაა მოხდეს ამ ფართის გამოყენება პროექტისათვის.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის ფარგლებში თუ მოხდება პირველადი ინვენტარის შეძენა, პროექტი გაგრძელდება არსებულ ბაზაზე, სხვა დაფინანსება არ იქნება აუცილებელი,
თუმცა პროექტი იქნება მუდამ ფუნქციური და მოიძევს დაფინანსების წყაროებს პროექტის გაძლიერებისათვის.
ლიტერატურული სალონი,, ანთიმი"არის მოსწავლეების მიერ შექმნილი საზოგადოება რომლის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები, პრეზენტაციები, ახალგაზრდები საზოგადოებას გააცნობენ თავიანთი შემოქმედებას, პერიოდულად მოწვეულნი იქნებიან ცნობილი ავტორები, სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეები, ახალგაზრდებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი და სხვა უნარები, აუმაღლდებათ ინტელექტი, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და წიგნთან ურთიერთობის საჭიროებას ახალგაზრდებში.
წინასწარი მოკვლევით დავადგინე მიზეზი ,რის გამოც მოსწავლეები წერენ, რომ მოპოვებული თანხით აღიჭურვება სკოლის ფართი,რადგან მოსწავლეებს სოფელში არ აქვთ ალტერნატიული ფართი სადაც ჩაატარებენ აქტივობებს. ეს პრობლემა რეალურად დგას ყველა სოფელში.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
იდეა კარგია, მაგრამ პროექტის პარტნიორებად ჩამოთვლილი ყავთ სოფლის რწმუნებული და ადგ. თვითმმართველობის უწყებების წარმომადგენლები., რესურსცენტრი. ასევე, პროექტით გათვალისწინებული თანხით მოხდება სკოლისთვის კონკრეტული ნივთების მიწოდება (დაფა, სკამი, წიგნის თარო)??
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Marine Sudadze
დეკემბერი 5, 2024 | 7:55 pmწინასწარი მოკვლევით დავადგინე მიზეზი ,რის გამოც მოსწავლეები წერენ, რომ მოპოვებული თანხით აღიჭურვება სკოლის ფართი,რადგან მოსწავლეებს სოფელში არ აქვთ ალტერნატიული ფართი სადაც ჩაატარებენ აქტივობებს. ეს პრობლემა რეალურად დგას ყველა სოფელში.
Tamar Pruidze
დეკემბერი 18, 2024 | 4:55 pmიდეა კარგია, მაგრამ პროექტის პარტნიორებად ჩამოთვლილი ყავთ სოფლის რწმუნებული და ადგ. თვითმმართველობის უწყებების წარმომადგენლები., რესურსცენტრი. ასევე, პროექტით გათვალისწინებული თანხით მოხდება სკოლისთვის კონკრეტული ნივთების მიწოდება (დაფა, სკამი, წიგნის თარო)??