მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე - პროექტის ხელმძღვანელი და შეხვედრების ორგანიზატორი.
ქეთევან კახნიაშვილი - მოსწავლე-პასუხისმგებელი პირი პროექტის მიმდინარეობასა და მონიტორინგზე.
ანამარია გოგიაშვილი - მოსწავლე- პასუხისმგებელი პირი პროექტის მიმდინარეობასა და facebook გვერდის მმართვაში;
მიმოზა ღოლიჯაშვილი- მოქალქეობის მასწავლებელი-კორდინაციას გაუწევს პროექტის მიმდინარეობას;
გვანცა პაპიტაშვილი-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი,პასუხისმგებელი სათბურის მოწყობაში, მეორადი ქაღალდის დამზადებასა და ჰერბარიუმის შექმნაში;
თინათინ კობერიძე- ხელოვნების მასწავლებელი.პასუხისმგებელი პირი ნახატების კონკურსის მოწყობასა და კედლის მოხატვის პროცესში;
ნანული ლოთიშვილი- აიტ სპეციალისტი. დაეხმარება მოსწავლეებს ტექნიკურ საკითხებში;
მარიამ ტეტუნაშვილი-მშობელი- მშობლებთან შეხვედრებზე და მათ ჩართულობაზე პასუხისმგებელი პირი;
ეკატერინე სუხიშვილი-სკოლის დირექტორი, პასუხისმგებელი მერიის სანრგე მეურნეობასთან ურთიერრთობის პროცესში;
პროქტის მიზანი:პროექტში ჩართულ ადამიანებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ ადამიანებმა გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ და როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით. ისინი გაიაზრებენ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარ როლს, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს.
პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვით საქმეში. ამაღლდება მონაწილეთა ცნობიერება გარემოს დაცვის თვალსაზრისით. გამყარდება კავშირი არა მხოლოდ სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, არამედ გარე ორგანიზაციებთან. პროექტში ჩართული მოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები და თემის სხვა წარმომადგენლები გაიაზრებენ გარემოს დაბინძურების საფრთხეებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ადამიანის უფლების დარღვევაზე-იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, დემოკრატიული სახელმწიფოს როლზე გარემოს დაცვისა და დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით.
გვინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ და ვიმოქმედოთ გარემოსდაცვითი მიმართულებით, ჩავრთოთ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები სხვადსხვა სკოლებიდან და ჩვენი თემი. ერთად უნდა დავიწყოთ წარსული შეცდომების შედეგების გამოსწორება, რამაც გამოიწვია ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა, ნიადაგის ეროზია, უკანონო ტყის ჩეხვა, ჰაერისა და მდინარეების დაბინძურება და სხვა უარყოფითი შედეგები. ამიტომ,ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ გარემო . ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი გვჯერა დადებითი შედეგების მომტანი გახდება, არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ პროექტში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის და თემში , გარემოსდაცვითი ცნობიერების ზრდის თვალსაზრისითაც. გვჯერა შეიცვლება მათი დამოკიდებულება და გაიაზრებენ რაოდენ მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღება ამ მიმართულებით.
1.პროექტის მართვის ჯგუფის შექმნა და სამოქმედო გეგმის გაცნობა. ლოგოს და სლოგანის შემუშავება - პასუხისმგებელი პირი:მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე, ანამარია გოგიაშვილი-მოსწავლე, ქეთევან კახნიაშვილი-მოსწავლე;
2.Facebook გვერდის შექმნა და პროექტის ფარგლებში ყველა განხორციელებული აქტივობის გასაჯაროვება. პასუხისმგებელი პირი: ანამარია გოგიაშვილი-მოსწავლე, ნანუკა ლოთიშვილი-აიტ სპეციალისტი-მთელი პროექტის მსვლელობისას;
3.ტრენერის მოწვევა და ტრენინგი თემაზე:„მდგრადი განვითარების 17 მიზანი და კავშირი გარემოსდაცვასთან“- პასუხისმგებელი პირი: მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე,მიმოზა ღოლიჯაშვილი-მასწავლებელი (მოწვეული ტრენენრი ნინო ფსუტური- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული);
4.შეხვედრა მშობლებთან თემაზე: “სად მიგაქვთ ხმელი ფოთოლი და როგორ დავამზადოთ კომპოსტი“-პასუხისმგებელი პირი:მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე, მარიამ ტეტუნაშვილი-მშობელი;
5. ნახატების კონკურსი თემაზე: „ჩემი თვალით დანახული მდგრადი განვითარების 17 მიზანი“, პასუხისმგებელი პირი: მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე, თინათინ კობერიძე-ხელოვნების მასწავლებელი;
6.სკოლის გარეთა კედლის მოხატავა ნახატების კონკურსში გამარჯვებული ილუსტრაციებით თემაზე: „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“. პასუხისმგებელი პირი:მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე, თინათინ კობერიძე-ხელოვნების მასწავლებელი
7.მასტერკლასი: რა არის დეკუპაჟი?-მერადი მოხმარებით ნივთების დამზადება(ყვავილის ქოთნები,ნაძვის ხის დასადგამი და სათამაშოები და სხვა)-პასუხისმგებელი პირი: ქეთევან კახნიაშვილი-მოსწავლე, მიმოზა ღოლიჯაშვილი-მასწავლებელი;
8.მეორადი ქაღალდის დამზადება და „ჰერბარიუმის ‘’ შექმნა(თემში არსებული იშვიათი მცენარეები). პასუხისმგებელი პირი :მარიამ სოტიაშვილი-მოსწავლე, გვანცა პაპიტაშვილი-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
9.თანამშრომლობა გამწვანების სამსახურთან და ნერგების დარგვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე-სკვერში. პასუხისმგებელი პირი: ანამარია გოგოიაშვილი-მოსწავლე, ეკატერინე სუხიშვილი-სკოლის დირექტორი;
10.მინი სათბურის მოწყობა სკოლის ბაღში-ჩვენს მიერ წარმოებული კომპოსტით(ბიოლოგიურად სუფთა სასუქი) ბოსტნეულის ,მწვანილის მოყვანა.(რეალიზება-ქველმოქმედებისთვის). პასუხისმგებელი პირი: მარიამ სოტიშვილი-მოსწავლე, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გვანცა პაპიტაშვილი;
11.სიუჟეტის მომზადება პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიასთან თანამშრომლობით. პასუხისმგებელი პირი:ანამარია გოგიაშვილი-მოსწავლე, მიმოზა ღოლიჯაშვილი-მასწავლებელი;
12.დასკვნითი ღონისძიება და აქტიური მონაწილეების დაჯილდოვება სამახსოვრო საჩუქრებით. პასუხისმგებელი პირი მარიამ სოტიშვილი , ანამარია გოგიაშვილი, ქეთევან კახნიაშვილი-მოსწავლეები;
საღებავი (თეთრი)
ფუნჯი
აკრილის საღებავი
ქაღალდის სამფენიანი ხელსახოცი
წებო pv
აკრილის ლაქი
ზუმფარას ქაღალდი
კოლორექსი
მაკრატელი
პოლიეთილენის პარკი
ჩოფერი
საკომპოსტე ყუთი
სახატავი რესურსი
ხელთათმანები
ტრენინგი(ტრენერის მომსახურება)
გამწვანების სამსახური-ნერგების გადმოცემა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასარგავად და გასამწვანებლად;
რეგიონული ტელევიზია "ქართლის ამბები / Qartli.ge"-სიუჟეტის მომზადება;
არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკი"-შეხვედრებისთვის ფართის გამოყოფა;
დღის ცენტრი "სხიცი"
„დღის ცენტრი სხივის“ ბენეფიციარები , გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის, კარალეთის №1 , პატარა გარეჯვრის და გორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
საერთო რაოდენობა- 80
მოსწავლეები-50
მშობლები-20
მასწავლებლები-10
მშობელთა დასაქმების გამო,მოსალოდნელია ვერ ჩაერთვნენ აქტიურად პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში.ამისათვის ვგეგმავთ წინასწარ გავაცნოთ რის გაკეთებას ვაპირებთ და შევათანხმოთ აქტივობების ჩატარების გრაფიკი.
პროექტის ფარგლებში მოხატული გარეთა კედლის ფასადი თემაზე:„მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ — ყველა გამვლელს დააფიქრებს აღნიშნულ პრობლემებზე და საკუთარ როლზე ამ პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, რისი გაკეთება შეუძლიათ არა მხოლოდ გარემოს დაცვის , არამედ ყველა მიზანთან მიმართებით. ასევე მინი სათბურის მოწყობა მოგვცემს შესაძლებლობას მოვიყვანოთ ბოსტნეული, მწვანილი და რეალიზებიდან შემოსული თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავეხმაროთ პერიოდულად. დეკუპაჟის მეთოდის დანერგვა სკოლაში და მეორადი ნივთების დამზადება სხვადსხვა თემატიკაზე (ახალი წელი,შობა,დედის დღე და სხვა) ხელს შეუწყობს ნივთების მერადი მოხმარების დახმარებით ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში შემოქმედებითი და გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას სასკოლო საზოგადოებებსა და თემს შორის;
გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ერთად უნდა დავიწყოთ წარსული შეცდომების შედეგების გამოსწორება, რამაც გამოიწვია ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა, ნიადაგის ეროზია, უკანონო ტყის ჩეხვა, ჰაერისა და მდინარეების დაბინძურება და სხვა უარყოფითი შედეგები.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
ლია გორელიშვილი
დეკემბერი 5, 2024 | 11:04 amპროექტის წარმდგენია არაპარტნიორი კერძო სკოლა, დაგეგმილია საინტერსეოა აქტივობები თემის ბავშვების და დღის ცენტრის აღსაზრდელების ჩართვაა გავთვალისწინებული. პროექტის განხორციელებით გაიზრდება ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვით საქმეში. ამაღლდება მონაწილეთა ცნობიერება გარემოს დაცვის თვალსაზრისით.