Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ფოტოგრაფები და ეკოდამცველები

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ანა ნადირაძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      თამარ ხაბელაშვილი - მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2011-07-06
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      გორის რ-ნი სოფ. სვენეთი
    • მობილური ტელეფონი
      598301460
    • ელექტრონული ფოსტა
      khabelashvili.tak@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ხათუნა ხარხელი - სკოლის დირექტორი, აწარმოებს მოლაპარაკებებს მეგობარ სკოლასთან, მოწვეულ სტუმართან და ასევე შეხვედრებისთვის საჭირო ლოკაციების ხელმძღვანელ პირებთან. ანა ნადირაძე - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თამარ ხაბელაშვილთან (მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე) და მარი ხაბელაშვილთან (სამოქალაქო კლუბის წევრი) ერთად ორგანიზებას უწევს აქტივობების ჩატარებას.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა აღმოაჩინონ და გამოკვეთონ სვენეთის თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემები. ობიექტივში ასახვა, ფართო საზოგადოებისთვის ამ პრობლემების გაცნობა და სააშკარაოზე გამოტანა დაგვეხმარება დავაფიქროთ მოსახლეობა იმ გამოწვევებზე, რასაც გარემოს დაბინძურება იწვევს.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოსახლეობა გაიაზრებს, რომ  გარემოს დაბინძურება იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. თემში  ამაღლდება ცნობიერება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და ერთად ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ეკოლოგიური პრობლემები–ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ცხოვრებაში. დღეს არსებული უამრავი გლობალური პრობლემა ადამიანის საქმიანობის შედეგია. ამ ტემპის შენარჩუნება კი სასწორზე დებს თანამედროვე ცივილიზაციას. ისევე როგორც მსოფლიოში, სვენეთის თემშიც საკმაოდ დაბალია ცნობიერება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ - დაბინძურებულია გარემო. არავინ ზრუნავს და ფიქრობს, იმ ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე, სადაც ვცხოვრობთ.

      მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური კრიზისის შეჩერებას. ამასთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებშიც საკმაოდ დაბალია ცნობიერება ამ კუთხით. და თუ ჩვენ პატარა ასაკიდან დავიწყებთ ეკოლოგიურ პრობელემბზე საუბარს და  მათი შეჩერებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, აუცილებლად მივიღებთ უკეთეს გარემოს, ვიდრე გვაქვს.

       

       

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1.  საორგანიზაციო საკითხებისათვის  პროექტის მართვის ჯგუფის შეხვედრა და  ფუნქციების გადანაწილება

      2.  სასკოლო საზოგადოებაში  პროექტის შესახებ ინფორმაციის  გავრცელება პრეზენტაციის  მომზადება

      3.  საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “ეკოლოგია. გარემოსდაცვა”

      საზოგადოება ,,ბილიკში’’.   მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნებზე

      4. ,,ამერიკულ კუთხეში’’ (american corner) ჩავატარებთ შეხვედრას ცნობილ გორელ ფოტოგრაფთან - ზეზვა ბუთურიშვილთან. საინფორმაციო შეხვედრის  თემა: ზოგადი მიმოხილვა ფოტოგრაფიის როგორც თვითგამოხატვის და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის საშუალება.
      მასტერკლასი . ფოტო აპარატის ტექნიკური მხარე და მისი შესაძლებლობები.

      5.დავაორგანიზებთ ფოტოკონკურსს, რომლის მიზანიც იქნება მოსწავლეებმა ობიექტივში ასახონ თემში არსებული ეკოლოგიური/გარემოსდაცვითი  პრობლემები.

      6. ფოტოების გამოფენა - ობიექტივში ასახულ ფოტოებს დავბეჭდავთ და გამოვფენთ ,,ამერიკულ კუთხეში’’ გამოფენაზე მოვიწვევთ  კომპეტენტურ პირებს,  მ.შ. გარემოსდამცველს, ფოტოგრაფს   რომლებიც  ჟიურისთან ერთად გამოავლენს ფოტოკონკურსში მონაწილე საუკეთესო ნამუშევრებს. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება სერტიფიკატით და სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდება საუკეთესო ნამუშევრის ავტორები.

      7. დავამზადებთ პოსტერებსა და ბუკლეტებს თემში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემების მიხედვით. პოსტერებს განვათავსებთ სკოლის შიდა სივრცეში, ხოლო ბუკლეტებს დავარიგებთ სვენეთის თემში. გვექნება ელექტრონული ვერსიებიც (პოსტერის და ბუკლეტის), რომლებსაც ასევე გავავრცელებთ სოციალურ ქსელში.

      8. თემში არსებული   ეკოლოგიური პროგლემების  გადაჭრის მიზნით ვაწარმოებთ ადდვოკატირების კამპანიას და  მივმართავთ  ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მოაგვარონ ეს პრობლემები,

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      გვჭირდება ფოტოაპარატი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ეკოლოგიური პრობლემების ობიექტივში ასახვა.

    • პროექტის პარტნიორები

      ვითანამშრომლებთ ,,საზოგადოება ბილიკთან’’ - რომელიც ჩაატარებს შეხვედრას ჩვენი მოსწავლეებისთვის, ფოტოგრაფ - ზეზვა ბუთურიშვილთან - დაგვეხმარება ფოტოკონკურსში საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად და ასევე ჩაატარებს მასტერკლასს ფოტოგრაფიაში, ამერიკულ კუთხესთან (American corner) - სადაც მოეწყობა მოსწავლეთა ფოტოების გამოფენა და ფოტოგრაფთან შეხვედრა.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტით სარგებელს მიიღებს როგორც სასკოლო საზოგადოება (ჯამში 300 ადამიანი
      ), ისე მთელი სვენეთის თემი (1000 მოსახლე)

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები: 260, მასწავლებელი 25, მშობელი 15.

      თემის მოსახლეობა: 1000 ადამიანი

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      პროექტის პარტნიორებთან თანამშრომლობა. (თუმცა ალტერნატიული სიაც გვაქვს, ვისთანაც ვითანამშრომლებთ, თუ თავდაპირველ პარტნიორებთან რაიმე სახის პრობლემა შეგვექმნა)

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდეგ, ხშირად დავგეგმავთ შეხვედრებს, რომლის მიზანიც იქნება მოსახლეობისა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებლად დავგეგმავთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას შეეხება და სადაც მონაწილეობას მიიღებს მთელი სვენეთის თემი, სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-2-2.xlsx
    • რეგიონი
      გორი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    ,,ფოტოგრაფები და ეკოდამცველები'' - ეს არის პროექტი, რომლის მიზანიც არის სვენეთის თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა, ობიექტივში ასახვა და მოსახლეობისთვის ჩვენება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით ავამაღლებთ ცნობიერებას როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ისე მოსახლეობაში და ერთად ვიზრუნებთ იმ გარემოს გაუმჯობესებასა და გალამაზებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ!

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ლია გორელიშვილი
      დეკემბერი 5, 2024 | 10:27 am

      საინტენესო იდეაა, მაგრამ მოსწავლეების აქტივობები მაინც სკოლის სივრცეში განხორციელდება, მასწავლებელთ დახმარებაც დასჭირდებათ.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    „მწვანე რევოლუცია: მდგრადი მომავლისთვის“

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    დილიკაურის გარემოსდაცვითი ბანაკი

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ჩვენი გარემო - ჩვენი არჩევანი

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...