მიზანი-სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.ჩვენს სკოლას არა აქვს ეზო, მაგრამ აქვს მცირე ზომის თავისუფალი ტერიტორია (სივრცე), რომელიც საჭიროებს კეთილმოწყობას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში სკოლას თავის შიდა ტერიტორიაზე ექნება მცირე ზომის სკვერი - გამწვანებული დეკორატიული მცენარეებით (ხეები, ბუჩქები, ყვავილები). მინდვრის მწვანე საფარით, დეკორატიული ქვიშის სავალი ბილიკები, მინი საპრეზენტაციო ამფითეატრით, სველიწერტილით (წყლის ონკანი), გარეგანათებით, საღებავით მოხატული მესერით, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები გაატარებენ თავისუფალ დროს; გაუმჯობესებული სკოლის ინფრასრტუქტურა ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლეებს აღარ მოუწევთ სკოლის გარეთ ანუ ქუჩაში გასვლა; მოეწყობა საზაფხულო საპრეზენტაციო, საკონფერენციო და სხვადასხვა სახის ღონისძიებები; სკოლის არსებობის განმავლობაში სკვერი გააგრძელებს ფუნქციონირებას და მის მოვლასა და მუდმივ განახლებაზე იზრუნებენ სკოლის მოსწავლეები და სკოლის თემის სხვა წარმომადგენლები საჭიროებისამებრ;