პროექტის მიზანია თვითმართველი ორგანოს გაძლიერება დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით რათა ჯანსაღი კონკურენციის ხარჯზე შევქმნათ მოტივირებული და აქტიური მოსწავლეებისგან ძლიერი თვითმართველობა და მივცეთ საშუალება ჯანსაღმა და გამოცდილმა გაერთიანებამ ჩაუყაროს საფუძველი და მისცეს შესაძლებლობა მომავალ თაობას გააგრძელოს დაწყებული და დანერგილი საქმინობა.
პროექტი მოიცავს წინა საარჩევნოდ 10 პუნქტიანი გეგმის პოპულარიზაციასა და დანერგვას რისი მეშვეობითაც მოსწავლეებს საშუალებას მივცემთ მეტად გააქტიურდნენ და იბრძოლონ სასურველი პოზიციისთვის.
დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით თვეითმართველობაში მოხვედრილი ბავშვები გაივლიან ტრენინგებს ადვოკატირებასა და თვითმართველობის შესახებ როემლსაც ჩაატარებს სამოქალაქოს პედაგოგი ნანული ბუზიაშვილი.თვითმართველობის ბავშვები ისწავლიან როგორ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ინიციატივები და გარდა ამისა ისინი შეხვედბიან და გაიცნობენ სხვა თვითმართველობის წევრებს და შესაძლებლობა მიეცემათ აწარმოონ ადვოკატირების კამპანია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოაგვარონ მე-3 სკოლის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება რეკონსტრუქცია.