პროექტის მიზანია საზოგადოებაში ინფორმაციული დონის ამაღლება მომხმარებლის უფლებების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები:
• მოსწავლე ახალგაზრდობა და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას მომხმარებლის უფლებების შესახებ
• საზოგადოებაში ამაღლდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დონე
ღონისძიებები:
• სასულიერო გიმნაზიაში სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ჩატარდება 2 ტრენინგი თემაზე : “მომხმარების უფლებები“, რომელსაც მოხალისეობრივად ჩაატარებს მოწვეული ტრენერი რუსუდან პაჭკორია
• ტრენინგის მონაწილეებისა და ტრენერის მიერ შემუშავდება ბუკლეტების დიზაინი, რომელიც გავრცელდება როგორც პარტნიორ სკოლებში, ასევე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
• ტრენინგზე მიღებული ცონდნის საფუძველზე ტრენინგის 40 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას თემატურ ვიქტორინაზე : „გაუფთხილდი ჯანმრთელობას“ . ვიქტორინაზე ჩატარდება პრაქტიკული სავარჯიშოები ზუგდიდის სამოქალაქო კლუბებს შორის, რომელსაც ფასილიტაციას გაუწევს ტრენერი რუსუდან პაჭკორია
• ადგილობრივი ტელევიზიით გაშუქდება ვიქტორინა „გაუფთხილდი ჯანმრთელობას“ .
• რადიო „ათინათის“ ეთერში თოქ–შოუში „დიალოგი“ გაშუქდება ინფორმცია პროეტის შესახებ „მომხმარებლის უფლებები“ . პროექტის დასრულების შემდეგაც სოციალური მედიით გავრცელდება რადიო გადაცემის soundcloud-ი , რომელიც პერიოდულად გაავრცელებს ინფორმაციასა და გარზრდის ბენეფიციარების