ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდება საინფორმაციო კამპანია ადამიანის უფლებასთან დაკავშირებით.პარალელურად ვაპირებთ ფერადი პრინტერისა და პროექტორის ეკრანის შეძენას.რადგან ამ ეტაპზე სკოლაში ვერ ვახერხებთ მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას აღნიშნული ტექნიკის უქონლობის გამო.პროექტის მიზანია სამოქალაქო სწავლების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების შესახებ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლისა და სოფლის თემში ჩავატარებულმა კვლევამ- ,,რა ვიცით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ"- აჩვენა,რომ როგორც სკოლის,ისე სოფლის თემში ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები,თუმცა ადამიანები ამას,სულაც არ აღიქვამენ დანაშაულად.