პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
თამთა მჭედლიშვილი, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-04-25
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
სოფელი მარტყოფი
მობილური ტელეფონი
579111325
ელექტრონული ფოსტა
tamta.mchedlishvili08@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
თამთა მჭედლიშვილი, მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელი
მარიამ გორდაშვილი, მოსწავლე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, პროექტის ციფრული მენეჯერი
იოანე ახობაძე, საინფორმაციო საკითხების მენეჯერი
ნინო ჭილაშვილი, საორგანიზაციო სკითხების მენეჯერი
თიკო კობიაშვილი, მოსწავლე, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ხელსაქმისა და მეწარმეობის უნარების განვითარება, მეწარმეობასთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდა. თემში ქსოვილური ნარჩენების შეგროვება მეორდი გადამუშავებისთვის. მეორადი ტექსტილით სხვადასხვა ნივთების დამზადება და ახალი სიცოცხლის მინიჭების პრქტიკის დანერგვა საზოგადოებაში. შექმნილი პროდუქციით გამოფენა-გაყიდვის მოწყობა ინტერნეტ და მატერიალურ სივრცეში
მოსალოდნელი შედეგები
ხელი შეეწყობა მოსწავლეებში მეწარმეობის უნარების განვითარებას, რაც გაზრდის სასკოლო საზოგადოების ინტერესს ამ სფეროში, მოზარდები შეისწავლიან ხელსაქმეს, შეძლებენ დაამზადონ ხელნაკეთი ჩანთები, პლედები, თმის სამაგრები და სხვა საქონელი მეორადი ტანსაცმლითა და ქსოვილებით. მოხდება დამზადებული საქონლის რეალიზება და შემოსული თანხა მოხმარდება პროექტის შემდგომ განვითარებას. შემცირდება თემში ქსოვილური ნარჩენი, რაც დადებითად აისახება ზოგად ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. შეიქმნება მომავალ მეწარმეთა კლუბი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გააგრძელებს საქმიანობას ამ მიმართულებით და უზრუნველყოფს პროექტის სამომავლო მდგრადობას
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
სასკოლო საზოგადოებაში (მოსწავლე, მშობელი) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ცნობიერება და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, მეორადი ტექსტილის მართვა დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ საგან მოქალაქეობაში ისწავლება მეწარმეობის საკითხები მაინც არ არის საკმარისი ცოდნ და ამ მიმართულებით სასკოლო ასაკიდანვე მაღალი განათლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშვება მომავალში ხელს შეუწყობს სამეწარმეო კუთხით განვითარებული თაობის არსებობას და თემის ეკონომიკურ სიძლიერეს. პროექტი ასევე დაეხმარება თემში ხელსაქმის და მეწარმეობის მსურველ ბენეფიციარებს
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით-პროექტის ციფრული მენეჯერის მიერ პროექტის განხორციელების მთლიან პერიოდში
2. სასკოლო საზოგადოებიდან (მოსწავლე, მშობელი) ჯგუფების შექმნა, ტრენინგებისთვის მომზდება, ტრენერის მოწვევა და ტრენინგების ჩატარება მეწარმეობის სახეების, სამეწრმეო სუბიექტების რეგისტრციის პირობების და ზოგადად მეწარმეობის მნიშვნელობაზე -საინფორმაციო საკითხების მენეჯერის მიერ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირას
3. სპეციალისტის მოწვევა და მასტერკლასის ჩატარება ხელნკეთი ნივთების დამზადებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება მარტყოფის ახლგაზრდულ ცენტრში-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირას
4. მოხალისე მოსწავლეების დახმარებით თემში მეორადი ტექსტილის შეგროვება, რომელსაც სამომავლოდ ახალი სიცოცხლე მიენიჭება-პროექტის ხელმძღვანელის მიერ მეოთხე და მეხუთე კვირას
5. საკერავი მანქანების, კერვისთვის საჭირო რესურსების შეძენა და სამუშაო სივრცის მოწყობა მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ მეხუთე და მეექვსე კვირას
6. მეორადი ტექსტილისგან ხელნაკეთი ნივთების შექმნა (ხელნაკეთი ჩანთები, პლედები, თმის სამაგრები და სხვა საქონელი)-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე კვირას
7. ხელნაკეთი ნივთების საჩვენებელი გამოფენა-გაყიდვის მოწყობა ინტერნეტ და მტერიალურ სივრცეში-პროექტის ციფრული მენეჯერის მიერ მეათე და მეთერთმეტე კვირას
8. სკოლის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მომავალ მეწარმეთა კლუბის ჩამოყალიბება, რომლის საქმიანობაშიც სოფელში არსებული მეზობელი სკოლის მოსწავლეებსაც შეელებათ ჩართვა და რომელიც სამომავლოდ განკარგავს გაყიდვებიდან შემოსულ თანხებს, ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას-პროექტის ხელმძღვნელის მიერ მეათე და მეთერთმეტე კვირას
9. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების მომზადება-მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მიერ მეთორმეტე კვირას
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
საკერავი მანქანა, ნემსები, ძაფები, მაკრატლები, კერვისთვის საჭირო ნივთები და აქსესუარები, რითაც მოხდება ხელნაკეთი ნივთების დამზდება
საკანცელარიო ნივთები გაიხარჯება ტრენინგების და შემჯამებელი შეხვედრის ჩატარებისათვის
მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი, რომელთანაც არსებობს გასული წლების გამოცდილება თანამშრომლობაზე, რომელიც გამოყოფს ფართს, სამუშაო სივრცეს და ელექტრონულ ტექნიკას შეხვედრების ჩასატარებლად
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებელს მიიღებს თემში მცხოვრები 150 ბენეფიციარი
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლე 50, მშობელი 40, საიმიგრაციო სამსახურის ბენეფიციარი 30, თემში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანი 30
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ბენეფიციარების მხრიდან თავისუფალი დროის დეფიციტი
ტრენერის მოუცლელობა
შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი რისკების აცილება ღონისძიებების გეგმაში ცვლილებების შეტანით, კერძოდ აქტივობების გადანაცვლებით
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის განხორციელების შემდეგ მის მდგრადობას ხელს შეუწყობს ჩატარებული თემატური ტრენინგები და მასტერკლასები, ასევე მომავალ მეწარმეთა კლუბი და მისი წევრები, რომელთაც ექნებათ გაზრდილი მოტივცია, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ პროექტის შემდგომ მდგრადობის კუთხით
მოსწავლეებში ხელსაქმისა და მეწარმეობის უნარებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა, მათი ჩართულობით მეორადი ტექსტილისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების პრაქტიკის დანერგვა სასკოლო საზოგადოებასა და თემში
პროექტი მორგებულია სოფლის რეალურ საჭიროებებსა და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე. პროექტს ექნება მეორადი შედეგიც – გარემოსი ტექსტილის ნარჩენების შემცირება.
ეს იგივე გუნდია, რომელსაც წარმატებით აქვს წინა წლებშიც ერთდროულად 2 საგრანტო პროექტი და ამ პროექტის განხორციელებაც რელობაა.
ამ გუნდს წარმოდგენილი აქვს მეორე განახცადიც “ციფრული ცნობიერება და მშობელთა ჩართულობა”.
მხარს ვუჭერ ორივე პროექტის დაფინანსებას.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ცირა თ
დეკემბერი 3, 2024 | 1:31 pmპროექტი მორგებულია სოფლის რეალურ საჭიროებებსა და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე. პროექტს ექნება მეორადი შედეგიც – გარემოსი ტექსტილის ნარჩენების შემცირება.
ეს იგივე გუნდია, რომელსაც წარმატებით აქვს წინა წლებშიც ერთდროულად 2 საგრანტო პროექტი და ამ პროექტის განხორციელებაც რელობაა.
ამ გუნდს წარმოდგენილი აქვს მეორე განახცადიც “ციფრული ცნობიერება და მშობელთა ჩართულობა”.
მხარს ვუჭერ ორივე პროექტის დაფინანსებას.