Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    მომავალი თაობა-განათლებული და შემომქმედი

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    მოგეხსენებათ, რომ სსიპ. ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელი დვანი მდებარეობს ე.წ. ხაზგამყოფ ზოლთან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელმა მიიღო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური ზარალი. სწორედ ომის შედეგად დაიწვა დვანის საჯარო სკოლაც. მთავრობისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით სკოლა ხელახლა აღდგა. (გარემონტდა საკლასო ოთახები, შეივსო ბიბლიოთეკა წიგნებით, აღიჭურვა სპორტული დარბაზი საჭირო ინვენტარით) სკოლას არ ჰქონდა სააქტო დარბაზი, რაც ხელს გვიშლიდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობასა და აქტიურობაში. სამინისტროს თანადგომით ამ ზაფხულს ჩატარდა დიდი სამუშაოები და ამჟამად სკოლას აქვს სააქტო დარბაზი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან ნიჭიერებით, აქვთ მოტივაცია მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებებში, კარნავალებსა და ლიტერატურულ საღამოებში, დისკუსიებში და არაფორმალურ შეხვედრებში. იმისათვის, რომ სკოლაში სრულყოფილად ჩატარდეს სასკოლო ღონისძიებები, აუცილებელია დარბაზის კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა. სწავლასა და განათლებაზე, ღონისძიებებსა და პროექტების დაგეგმაზე იქნება ორიენტირებული. სწორად დაგეგმილი და გამოყენებული ინფრასტრუქტურა ჩვენს მოსწავლეებს უფრო დააინტერესებს სასკოლო ცხოვრებით. სწავლა და განათლება უფრო კომფორტულ, უსაფრთხო და აკადემიურად მდიდარ სივრცეში მოხდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი, ანალიზისა და საკუთარი აზრის, შესაძლებლობების გადმოცემის უნარი. ინფორმაციის კარგი წყაროა კომპიუტერი, რომელზეც მიუწვდება ხელი ყველას. მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ცხოვრების წესის შესახებ, ადამიანთა უფლებების შესახებ. აღნიშნული მოპოვებული ინფორმაციით შეიძლება გაკვეთილის ჩატარებაც, სააქტო დარბაზში საჯაროდ ჩვენება კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით, რაც უფრო გააღრმავებს და გაამყარებს თითოეული მოსწავლის ცოდნას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მოძიებული მასალით მოსწავლე დაფიქრდება მის შედეგებზე, ინიციატივსა და ქმედებებზე. ინფორმაციის მოძიება ევალება როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელსაც. მოსწავლეს შეუძლია იკონტაქტოს თემის წარმომადგენლებთან (მშობლებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან).

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Kareli, Kareli Municipality, Inner Kartli, Georgia

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ აპრილის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      mariam mamagulashvili
    • ქალაქი
      ქარელი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...