მიზანი:მოსწავლე–ახალგაზრდობაში მავნე ჩვევების პრევენცია, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ამ საკითხში.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი "მომავალი", რომელიც გააერთიანებს სოფლის ახალგაზრდობასა და სკოლის მესამე საფეხურის მოსწავლეებს. ხელს შეუწყობს მათი ინტელექტუალური და სპორტული შესაძლებლობების გამოვლენას და განვითარებას.
შედეგი: კლუბი მოსწავლე–ახალგაზრდობას მისცემს შესაძლებლობას ერთმანეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და ინტერესთა სფეროების შესაბამისად ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების.ჩატარებული ინტელექტუალური თუ სპორტული ღონისძიებები,ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და ააცდინს მათ ისეთი საშინელი სენებისაგან, როგორიც არის ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.