სკოლის ინფრასტრუქტურის გამოსწორება მიზნად ისახავს გაუმჯობესებული სასწავლო პირობებისა და გარემოს უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროექტის ბენეფიციარების მოტივაციას და ინტერესს დაგეგმონ და განახორციელონ სამოქალაქო განათლების ისეთი აქტივობები როგორიცაა დებატები, დისკუსიები, ჩაატარონ ღია გაკვეთილები და ა.შ სკოლის შენობა არის გარემონტებული ანუ კეთილმოწყობილი, თუმცა გვინდა პროექტის ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ " მომავალი თაობისათვის " უკეთესი გარემოს შექმნაში და მათ კეთილმოწყობილი სააქტო - შემდგომ უკვე "მომავლის თაობი"ს დარბაზი კეთილმოწყობილი და აღჭურვილი გადავცეთ, რათა პროექტის დასრულების შემდეგ კვლავ გაგრძელდეს სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილების საინტერესოდ დაგეგმვა და განხორციელება. პროექტის მიზნის მისაღწევად სკოლის დირექტორი დაფინანსებისთანავე გადმოგვცემს სააქტო დარბაზს. მე-9 მე-10 კლასის მომწავლეები უზრუვნველყოფენ დარბაზის დასუფთავებას, სოფელის მკვიდრი , რომელიც ამჟამად არის სხვა ქვეყანაში ითანამშრომლებს პროექტის ფარგლებში და პროექტის მსვლელობის დროს თანადაფინასების წილით დაგვიდგება გვერდით. ჩაერთვებიან მშობლები, რომლებიც დააგებენ პროექტის თანხით შეძენილ ე.წ ლამინატს, იატაკის ნაცვლად.