როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,დემოკრატიული ადამიანი? პასუხს ამ შეკითხვაზე ეძებენ ფილოსოფოსები,სოციოლოგები და განათლების დარგის სპეციალისტები. თანამედროვე პედაგოგიური მეცნიერება გვთავაზობს რამდენიმე პრინციპსა და მეთოდს, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, რათა ახალგაზრდები გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
განათლება მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას ემსახურება, როდესაც იგი ღირებულებების ბაზაზე დაფუძნებული ცოდნისა და უნარების ინტეგრაციის პროცესად იქცევა. ღირებულებები განათლების საფუძველია. მოსწავლეებში მათი ჩამოყალიბება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ამ ღირებულებებით სწავლებისა და აღზრდის მთელი პროცესია გამსჭვალული. სკოლა დემოკრატიული ღირებულებების შეცნობისა და მათი პრაქტიკაში გამოცდის გარემოს უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ ასე გახდება ეს ღირებულებები მოსწავლეებისათვის ცოცხალი და ავთენტური. სკოლის მოვალეობა არა მხოლოდ სწავლებაა, (ინფორმაციის მიწოდება) არამედ უპირველეს ყოვლისა, პიროვნების ღირებულებებით აღზრდა.
იმისათვის,რომ დემოკრატიულ და მრავალფეროვანი კულტურის მქონე საზოგადოებაში მოსწავლეეებმა თავიანთი უფლებები და მოვალეობები ეფექტურად და სათანადოდ განახორციელონ მათ ესაჭიროებათ სპეციფიური კომპეტენციების ცოდნა და ცხოვრებაში გამოყენება.ეს კომპეტენციებია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები,რომელიც მოიცავს ღირებულებებს,დამოკიდებულებებს,უნარებს, ცოდნასა და კრიტიკულ აზროვნებას. დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ის არა მხოლოდ ცალკეული საგნების ამოცანას წარმოადგენს, არამედ სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. ამ დროს, მთელი საგანმანათლებლო პროცესი ეყრდნობა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ჩართულობას, თანასწორობას და პარტნიორობას. სკოლაში დემოკრატიის სწავლა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოითხოვს - მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წევრების. ეს ჩართულობა სკოლის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს უნდა მოიცავდეს. ასეთ ატმოსფეროში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათვე ეხებათ. დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწობა სკოლაში უნდა სცდებოდეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს, განათლებას მოსწავლე უნდა ღებულობდეს სხვადასხვა ჯგუფებში,მეცადინეობებში, სკოლის საზოგადოებრივ ორგანოებში, გუნდებსა და კლუბებში მონაწილეობის საშუალებით. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ. გამოცდილება და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მათ საშუალებას მისცემთ გაიგონ თუ რას ეფუძნება დემოკრატიული პროცესები.
აღნიშნული პროექტის საშუალებით მოსწავლეები შექმნიან სკოლაში ისეთ სასკოლო გარემოს, სადაც შეძლებენ ისეთი სიტუაციების განხილვას, როგორიცაა ინფორმაციის ანალიზი და ადგილობრივ, ეროვნულ,ევროპულ და გლობალურ დონეზე არსებული პრობლემების გააზრებას,არჩევნების დროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება,სხვებთან თანამშრომლობას კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა კონტექსტებში,სამოქალაქო ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას ან მოხალისეობას,პროპაგანდისა და მანიპულაციისგან თავის დაცვას და სიძულვილის ენის დაგმობას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე
სწორედ დემოკრატიული კულტურის კონპეტენციების დაუფლება შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს,ქმედითი და სათანადო მონაწილეობა მიიღოს სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობაში.
ჩემი პროექტის მიზანს წარმოადგენს:სკოლაში შეიქმნას სამოქალაქო განათლების საკლუბო სივრცე,რომელიც მოსწავლეებს შეუქმნის თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოს,სადაც შეძლებენ ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს მათ აქტიური მოქალაქეობისთვის მომზადებაში.
მოსწავლეებისათვის ცოდნისა და უნარების მიცემა, მათში ისეთი დამოკიდებულებებისა და ქცევების ჩამოყალიბება რომლებიც მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობებისა და უფლებების რეალიზებისა და დაცვის საშუალებას მისცემს - სკოლაში გაზრდის მათ ჩართულობას და ხელს შეუწყობს დემოკრატიული კულტურის ჩამოალიბებას.