ლუკა ჩინჩალაძე:მოსწავლე, მოვალეობა-ახალგაზრდების მიერ დამზადებული პოსტერების თემში გავრცელება, გუნდური თამაშების ორგანიზება. ჯემუკა ოგანიშვილი:სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე, მოვალეობა-ფილმის ჩვენების მოწყობა, ახალგაზრდების მიერ დამზადებული ესსეების და ნამუშევრების განხილვა. ციცია ჩინჩალაძე:თვითმმართველობის თავჯდომარის მოადგილე-აქტივობების განხორციელება, პრეზენტაციების ჩატარება, ინტელექტუალური თამაშის ორგანიზება, სოციალური ქსელის მართვა, ახალგაზრდა ელჩების მოწვევა. მარიამ აზრუმელაშვილი:მოსწავლე, მოვალეობა-პრეზენტაციების ჩატარება და როლური თამაშის ორგანიზება.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, მათთვის ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობის, მიზნების და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის გაცნობა. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ სწორი წარმოდგენების ჩამოყალიბების. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ნატოსა და ევროკავშირის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლს.ჩემს თემში გაიზრდება ახალგაზრდების ინტერესი საერთაშორისო ურთიერთობისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ. მოსწავლეები გამოიმუშავებენ ინფორმირებულ მსჯელობის, პრეზენტაციისა და არგუმენტაციის უნარებს. პროექტი გააჩენს ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ საზოგადოებაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. მე კი ვფიქრობ, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ერთ-ერთი კი სწორედ ეს პროექტი იქნება.
ახალგაზრდები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ცნობიერების გაზიარება საზოგადოებაში: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გააზიარებენ მიღებულ ცოდნას მშობლებთან, მეგობრებთან და ადგილობრივ საზოგადოებაში. პოლიტიკური ცნობიერების გაზრდა: ახალგაზრდებში გაიზრდება ინტერესის დონე საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების საკითხების და საქართველოს როლის შესახებ ევროპულ და ატლანტიკურ სივრცეში. პროექტი წაახალისებს მომავალ ლიდერებს, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და ხედვა ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარებისთვის. თუ ახალგაზრდები უკეთ გაიგებენ საერთაშორისო პროცესებს, მათი გავლენა გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას.
საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ. ეს პროცესი მოიცავს საქართველოს მიზნებს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, რაც ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოების დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური წინსვლის გარანტიას იძლევა. სოფლებში ხშირია რესურსების და განათლების შესაძლებლობების ნაკლებობა, რაც ამცირებს მოსწავლეთა ცნობიერებას ამ საკითხზე. ასევე დიდია დეზინფორმაციის გავლენა: არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროატლანტიკური ღირებულებებს და მიზნებს. ამასთან ერთად ბევრი ახალგაზრდა ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აისახება ეს პროცესები მათ ცხოვრებასა და მომავლის პერსპექტივებზე.
1) საინფორმაციო შეხვედრები და პრეზენტაციები ევროკავშირის და ნატოს ისტოორის, მიზნების და ფუნქციების შესახებ. რომელიც გაიმართება ჩემს ეზოში სადაც არის როგორც ღია, ასევე დახურული სივრცე და დაესწრება ყველა დაინტერესებული ახალგაზრდა თუ მშობელი, ვისაც ამის სურვილი ექნება.2) დისკუსიები და დებატები: რატომ არის მნიშვნელოვანი ნატოში გაწევრიანება? რა სარგებლობა მოაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნობას. ამ აქტივობაში მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და წარმოადგენენ საკუთარ არგუმენტებს. 3) ფილმებისა და დოკუმენტური მასალების ჩვენება: ნატოსა და ევროკავშირის ისტორიაზე და მათი მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ფილმის შემდეგ კი დისკუსია და შთაბეჭდილებების გაზიარება. ფილმის შესაძლო ვარიანტებია:,,მშვიდობის ნისლი",,, ნატო:მისია მშვიდობისთვის", ,,ევროპა ზღვაზე". ფილმის ჩვენება გაიმართება ჩემი ეზოს დახურულ სივრცეში. 4) ინტელექტუალური თამაშები მაგ: ევროპული ,,რა? სად? როდის?"(ევროპის თემატიკაზე). ასევე გუნდური თამაშები, რომლებიც ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. 5)ამ ყველაფერთან ერთად მოსწავლეებში იქნება შემოქმედებითი აქტივობები: ესეების და ნაშრომების კონკურსი, როლური თამაშები: მოსწავლეები ევროპარლამენტის სხდომაზე მონაწილეობის როლს ითამაშებენ და იმსჯელებენ საერთაშორისო საკითხებზე. პოსტერული გამოფენები: მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერები, რომლებიც ასახავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შედეგებს. ახალგაზრდების მიერ დამზადებულ პოსტერებს და ესსეებს გავაზიარებთ თემში, როგორც ონლაინ გვერდზე ასევე ფიზიკურად. 6) შეხვედრები ახალგაზრდა ევროპის ელჩებთან, პირადად მეც ვიცნობ რამდენიმე მათგანს და თანამშრომლობაზე თანახმა არიან. 7) თემში ინფორმაციის უკეთ გაზიარების მიზნით კი აუცილებელია ციფრული აქტივობები: მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიდეოების ან პოსტერების ონლაინ პლატფორმაზე ატვირტვა და ასევე ყველა ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობის ბლოგზე ატვირთვა.
მიკროფონი, პროექტორის დაფა, შეხვედრების და პრეზენტაციების ჩასატარებლად. ბლუთუზ მიკროფონი, საინფორმაციო ვიდეოების გადასაღებად.ფერადი პრინტერი, მოსაწვევების საინფორმაციო პოსტერების, ბუკლეტების და ბავშვების ნამუშევრების დასაბეჭდად. და სხვადასხვა ინვენტარი თუნდაც ევროკავშირის დროშები, სტიკერები და ა.შ. აქტივობების განხორციელებისთვის კი აუცილებელია საკანცელარიო მასალა.
ამ პროექტში ჩართული ვიქნებით დაინტერესებული მოსწავლეები და მშობლები.
ძირითადი ბენეფიციარები არიან 13-18 წლის მოსწავლეები, რომლებიც შეისწავლიან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს. ინფორმაციას რომელსაც ბავშვები შეიტყობენ ამ პროექტის დროს საშუალება ექნებათ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვა ოჯახის წევრებს. უფრო ინფორმირებული და განათლებული ახალგაზრდები გახდებიან ცვლილებების ინიციატორები თავიანთ თემში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სოფლებში განათლების დონის და მოქალაქეობრივი აქტივიზმის გაზრდას.
პროექტის საბოლოო მიზანია ეროვნული მასშტაბის ცვლილებების ხელშეწყობა. ინფორმირებული და მოტივირებული თაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ზუსტ რაოდენობას დადგენა რთულია, რადგან აღნიშნული პროექტი დიდ მასშტაბებზეა გათვლილი, თუმცა დაახლოებიით მინიმუმ 1000 ახალგაზრდა.
ინფორმაციული და საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობა, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მასალის მომზადებას ართულებს. თავიდან აცილების გზაა: უკვე არსებული წყაროების გამოყენება, როგორიცაა ევროკავშირის, ნატოს და საერთაშორისო ოტგანიზაციების ონლაინ რესურსი. ასევე ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება არ იყოს მოტივირებული ან ეჭვის თვალით უყურებდეს პროექტის მიზნებს. თუმცა სწორი მიდგომით, პროექტის დაწყებამდე ინფორმაციის მოკლე და მარტივი პრეზენტაციით ეს რისკიც აღარ იარსებებს. ამასთან ერთად დღეს ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ამ თემაზე დაინტერესებულია, ამიტომ ვფიქრობ ინტერესი საკმაოდ დიდი იქნება,
ინფორმაციის გავრცელების ჯაჭვი: ინფორმირებული მოსწავლეები გახდებიან ევროატლანტიკური ღირებულებების გამავრცელებელი საკუთარ თემში, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მოსწავლეთა მიერ შეძენილი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის ანალიზი, დაეხმარება მათ სხვა სფეროებშიც, რაც პროექტის გრძელვადიან გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებს. ასევე ციფრული მასალები: პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული რესურსები, როგორიცაა პრეზენტაციები, ვიდეოები და სასწავლო სახელმძღვანელოები, ონლაინ ხელმისაწვდომი დარჩება, რაც მის მდგრადობას უზრუნველყოფს.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ. მის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო აქტივობები: დისკუსიები, დებატები, ლექციები, და როლური თამაშები. მოსწავლეები ჩაერთვებიან შემოქმედებით დავალებებში, მოამზადებენ პრეზენტაციებს, ესეებსა და პოსტერებს. ასევე დავგეგმავთ ახალგაზრდა ევროპის ელჩებთან შეხვედრას, რომლებსაც პირადად ვიცნობ. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და საერთაშორისო პროცესებში აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
ცირა თ
დეკემბერი 3, 2024 | 12:02 pmსაპროექტო გუნდს აქვს ყველა ადამიანური რესურსი და მოტივაცია, რომ წარმატებით განახორციელოს ეს პროექტი. სოფლის სკოლის მოსწავლეებისთვის ეს რეალურად საჭირო პროექტია და გრძელვადიან მიზნებს უკავშირდება. თითქოს ბევრი აქტივობაა დაგეგმილი – ეს ამ გუნდისთვის დაძლევადი ამოცანაა.