პროექტის ფარგლებში ჩავატარებთ: მოსწავლეთა თვითმართველობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, მოსწავლეებს გავაცნობთ სხვა სკოლების მაგალითებს და მოვაწყობთ შეხვედრებს წარმატებულ თანატოლებთან. ჩატარდება დებატები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება პროექტის განხორციელების პერიოდში შეიმუშაონ საკუთარი წინადადებები და მოახერხონ მათი განხორცილება. გამოიცემა ყოველთვიური კედლის გაზეთი, დაიგეგმება და გაიმართება ღონისძიებები სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე. მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს პედაგოგებისაგან და კომპეტენტური პიროვნებისაგან. ჩვენი პროექტის მიზანია მოსწავლეთა თვითმმართველობის შესახებ მოსწავლეთა ცოდნს დონის გაზრდის გზით გავააქტიუროთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჩავრთოთ თვითმმართველობის საქმიანობაში სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა. სკოლის მიზანია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარჩვევების განვითარება. აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწოფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნბიერებაში ხელშეწყობა.