Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    მოსწავლეთა თვითმმართველობა – ლიდერობის სკოლა

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • რეპორტი
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    სამიზნე ჯგუფი:
    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების საბაზო–საშუალო საფეხურის (VII – XII კლასების) მოსწავლეები
    მიზანი:
    • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო საზოგადოების აქტიობის ამაღლებაში ხელშეწყობა, მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება;
    • სკოლებში საჯარო დისკუსიების, ტრენინგების სივრცის შექმნა;
    • კვლევისა და ანალიტიკის სფეროებში განვითარებაში ხელშეწყობა;
    • სამიზნე სკოლების თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდა;
    • რაიონის სასკოლო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (თვითმმართველობებს) შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფისათვის „მოსწავლეთა თვითმმართველობების ალიანსის“ შექმნა;
    • სამიზნე სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების ეფექტური ფუნქციონირება, მათი როლის გაცნობიერება სკოლის თვითმმართველობის ფუნქციებში;
    • თვითმმართველობების ორგანიზაციულად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
    • სასკოლო პროცესებში მოსწავლეთა თვითმმართველობების ჩართვის უზრუნველყოფა.
    შედეგები :
    ჩატარებული აქტივობების შედეგად რაიონის 14 სკოლის საბაზო–საშუალო საფეხურის (VII – XII კლასების) მოსწავლეები:
    • გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან ერთმანეთს,
    • აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას, შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას არჩევნების და ლიდერობა–გუნდურობის კუთხით.
    • აირჩევენ თვითმმართველობებს
    • შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.
    • შეგნებულად გაიაზრებენ მოსწავლეთა როლს როგორც სკოლაში, ისე თემში, ჩაერთვებიან სასკოლო და სათემო აქტივობებში, გაიაზრებენ სამოქალაქო აქტივობისა და კანონმორჩილების მნიშვნელობას.
    დასახული შედეგების მისაღწევად პროექტში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მაღალი სასწავლო შედეგებით გამორჩეული, არამედ ყველა კატეგორიის მოსწავლეები (მ.შ. „რისკის ჯგუფის“, უნარშეზღუდული, სოციალური პრობლემების მქონე და ა.შ); არცერთი დასახული შედეგი არ არის ორიენტირებული განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებზე, ყველა ღონისძიებაში წარმატება მიღწევადია ყველა კატეგორიის მოსწავლისთვის;
    პროექტში აქტიური მონაწილეობა წინაპირობაა ცხოვრების შემდგომი ეტაპის შედეგიანად და მიზანდასახულად წარმართვისთვის, ინტერესთა სფეროს გაფართოვებისა და ახალი ინიციატივების უკვე დამოუკიდებლად განხორციელებისთვის, მოსწავლეობის ასაკშივე ნაწილობრივი თვითრეალიზაციისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მოქალაქეობრივი როლის გააზრება–ჩამოყალიბებისთვის.

    მდებარეობა რუკაზე
    • DedoplisTskaro

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Maia Lapiashvili
    • ქალაქი
      დედოფლისწყარო
    • პროექტის ბიუჯეტი
      448 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...