პროექტი ეხება მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას და მის აქტიურ მონაწილეობას ღონისძიებებში.
პროექტის მიზანია მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერება.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში თვითმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სურამის #1 საჯარო სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის წევრთა მუშაობის ხელშეწყობას.
შედეგად კი მივიღებთ საზოგადოების აქტიურ წევრებს, რომელთა ხელშია საქართველოს მომავალი. სკოლის ადმინისტრაციას, დავით ჩადუნელის ხელმძღვანელობით, კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში თვითმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათი ინნიციატივები, ამიტომ ხელი შეუწყო და გამოუყო საკლასო ოთახი, სადაც კვირაში ორჯერ (ორშაბათს და ხუთშაბათს) საგაკვეთილო სათების შემდეგ შეიკრიბებიან სამოქალაქო კლუბის წევრები და იმუშავებენ. მისცეს ინვენტარიც (მაგიდები და სკამები. სამუშაო ზონის კომფორტულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ნაყოფიერი მუშაობისათვის. სკოლის დირექტორმა გამოთქვა მზაობა წვლილი შეიტანოს სამოქალაქო კლუბის ოთახის გარემონტებაში.