ნინო კირკიტაძე. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე;
თამაზ დავითაძე; ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის XI ბ კლასის მოსწავლეები
შენიშვნა: კონკრეტული მოვალეობები აღწერილია განხორციელების გეგმაში.
ევროკავშირი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი: სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანებაა მსოფლიოში. ევროპელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები აქტიურად საუბრობენ „ერთიანი ევროპული ერის“ ჩამოყალიბებაზე. ამგვარი ტენდენცია ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისთვის უნდა იყოს გაცნობიერებული. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ეს იმ ქვეყნის მომავალი თაობისთვის (სკოლის მოსწავლეებისთვის), რომლებიც ევროკავშირში შესვლას გეგმავენ (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც). ევროკავშირში შესვლისას ქვეყანა მრავალ არსებით ცვლილებას განიცდის დადებითი კუთხით. რაც უფრო კარგად იცნობენ მოქალაქეები ევროკავშირს, მით უფრო ადვილია მათთვის დაინახონ, განსაზღვრონ და დაგეგმონ, თავისი მომავალი ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ. პროექტის განხორციელებისას, დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია, სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირის შესახებ , ისინი პრაქტიკული გზით დაინახავენ ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ძირითად მიმართულებებს.
პროექტის მთავარი მიზანია: ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების გზით!
პროექტის მიზანი გახლავთ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ჩავრთოთ, სპექტაკლების საშუალებით და ინფორმაცია მივაწოდოთ სკოლის მოსწავლეებს და მათი გათვითცნობიერებული მხარდაჭერა ვუზრუნველყოთ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიმავალ გზაზე, აგრეთვე სამიზნე აუდიტორიასთან მივიტანთ ეფექტიან, ობიექტურ ინფორმაციას, მიზანმიმართული კომუნიკაციის საშუალებით.
პროექტების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იქნება, კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი და შემოქმედებითი ხასიათის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ არაფორმალური აქტივობების კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები პროექტის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს: ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის ქვეყნების კულტურის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ევროკავშირში არსებული ქვეყნების მოქალაქეთა დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.
პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის გაზრდას: დასავლური ინტეგრაციის შედეგად მიღებული ხელშესახები სარგებლის, არსებული შესაძლებელობებისა და დახმარების პროგრამების შესახებ; აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და პარტნიორობის მხარდაჭერას;პროექტი ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდას, მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს მომავალ თანამშრომლობას ევროკავშირთან!
საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, აქტიურად აწარმოებს ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს. ამ ომში უმნიშვენლოვანესი კომპონენტი სწორედ, რომ დეზინფორმაციაა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ. საქართველოში აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ნაკლები საერთაშორისო გამოცდილებაა.
მთავარი პრობლემა არის, ინფორმაციის ნაკლებობა სასკოლო სივრცეში დეზინფორმაციასთან ბრძოლის და აღმოფხვრის კუთხით და ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ საჭიროებს ცნობიერების ამაღლებას. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია-საქართველოს ისტორიული არჩევანი და მისი განხორციელების თანამედროვე გზა“ აღნიშნულ საკითხზე, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება თანამედროვე პერიოდში ჩევნს ქევყანაში.
სკოლის მოსწავლეები სპექტაკლის საშუალებით წარმოადგენენ, იმ ტოლერანტულ ყოფას რაც ევროკავშირის ქვეყნებში სუფევს და გააცნობენ პრაქტიკული საშუალებით მათ თანატოლებს ევროპულ ღირებულებებს. პროექტი არაფორმალური განათლების კუთხით მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება.
არაფორმალური განათლება, როგორც ცნება, გულისხმობს ბავშვების, მოზარდებისა განვითარებაზე ზრუნვას სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, სპეციალურად მომზადებული გეგმითა და სივრცით, რომლის მთავარი მიზანია საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, მოქალაქეობრივი აზროვნებისა და თვალსაწიერის გაფართოება. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ არაფორმალური განათლება სულაც არ გულისხმობს ფორმალური განათლებისგან მოწყვეტას, უფრო მეტიც, იგი პირდაპირ აისახება სასწავლო დაწესებულებებში მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებაზე. მისი უპირატესობა ისიცაა, რომ შედარებით უფრო დეტალურად და ამომწურავად ხერხდება გარკვეული ცოდნის მიწოდება კონკრეტული საკითხის შესახებ. არაფორმალური განათლება ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს. რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სისტემური აზროვნების, სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე პრაქტიკული ჩართულობით შეძლებს თეორიული ცოდნის მიღებას და ცნობიერების ამაღლებას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით.
სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით ბათუმი მე-16 საჯარო სკოლაში გვსურს განხორციელდეს, აღნიშნული პროექტი, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, საკუთარი იდეა განახორციელონ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ევროინტეგრაციის მიმართულებით , ეს პროცესი მოსწავლეს აგრეთვე საშუალებას აძლევს საკუთარი უნარები ყველა მიმართულებით განავითაროს.
ამოცანა 1. გავაცნოთ მოსწავლეებს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში.ძირითადი ფასეულობები ( დემოკრატია, ადამიანის უფლებები,კანონის უზენაესობა)
• აქტივობა 1.1 შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ვიზუალური პრეზენტაციების გაკეთება რუკების, ფოტოების და ვიდეოების გამოყენება ევროკავშირის შესახებ
• აქტივობა 1.2 ვიდეო-მასალების ჩვენება რომლებიც აშუქებს ევროკავშირის საქმიანობასა და ისტორიას.
• აქტივობა 1. 3 ესეების კონკურსი:,,ევროინტეგრაცია, მშვიდობის და პროგრესის გზა“.
ამოცანა 2. ევროინტეგრაციის თემაზე შემოქმედებითი საქმიანობები განხორციელება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ ამ პროცესის მნიშვნელობა და აქტიურად ჩაერთონ საკითხის შესწავლაში.
აქტივობა 2.1 მოსწავლეებს გადაიღებენ მოკლე ვიდეოს ,სადაც ისაუბრებენ, როგორ იცვლება საქართველოს ცხოვრება ევრინტეგრაციის პროცესში.(ვიდეო შეიძლება იყოს ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული)
აქტივობა 2.2
სპექტაკლების გამართვა , რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესსა და ღირებულებებს ეხება .
(საინტერესო და შემეცნებითი გზა მოსწავლეებისთვის თემის უკეთ გასაგებად)
შენიშვნა: სპექტაკლის სცენარი ატვირთულია დანდართულ ფაილთან ერთად. ასევე განხორციელების გეგმა და ბიუჯეტი
1) 10 ცალი პუფი: 700 ლარი.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის კულტურულ ცხოვრებაში სიახლის შეტანა და მოზარდებისთვის ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას შეუწყობს ხელს. მოსწავლეებს სპექტაკლის დასაწყისამდე სჭირდებათ რეპეტიციები, სკოლა არ ფლობს აღნიშნულ ინვენტარს, ამ ინვენტარის საშუალებით მოსწავლები კონფორტულად გაივლიან რეპეტიციებს , სპექტაკლის უნაკლოდ წარმართვისთვის.
თეჯირი: 300 ლარი. სპექტაკლის განსახორციელებლად აუცილებელია თეჯირი ( ტიხარი) ეს აუცილებელი ნივთია პროექტში, სპექტაკლის განსახორციელებლად. მის გარეშე უბრალოდ ვერ განხორციელდება სპექტაკლი
2) დაახლოებით დარჩენილი 200 ლარი , სპექტაკლის მიმდინარეობის დროს მიმდინარე ხარჯებისთვის ( დეკორაციები და სხვადასხვა გაფორმება).დასკვნის სახით, კვლავ შეგვიძლია ავღნიშნოთ, პროექტი შეესაბამება ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიმართულებებს, როგორიცაა მრავალფეროვნების დაფასება, თანამშრომლობის წახალისება და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა.
რატომ არის საჭირო აღნიშნული ინვენტარი?! რომ მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი უნარები. სკოლაში ხშირად ყურადღება გამახვილებულია აკადემიურ ცოდნაზე, მაგრამ შემოქმედებით პროცესში ჩართულობა ეხმარება ბავშვებს საკუთარი უნიკალურობის აღმოჩენაში და თვითგამოხატვის განვითარებაში. ასევე გუნდური მუშაობის განვითარებაში, წინამოსამზადებელ ეტაპზე რეპეტიციებისთვის.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
აღნიშნული პროექტის განხორციელების დროს თანამშრომლობა.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა და სკოლის მოსწავლეები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩამოყალიბდება ერთგვარი სასკოლო დასი, რომელშიც აგრეთვე იქნება ინკლუზიური, მასში ჩართულნი იქნებიან, შშმ მოსწავლეები და პერიოდულად ის მოიცავს მთელ სასკოლო საზოგადოებას. მომავალში აღნიშნული დასი გეგმავს გაფართოებას და უფრო ეფექტურად გააგრძელებს მოღვაწეობას და დაისახავს განვითარების შემდგომ მიზნებს. სასკოლო დასის მიზანი პირველ ეტაპზე მე-16 სკოლის, სასკოლო საზოგადოებისთვის გაცნობაა აღნიშნული პროექტის, შემდეგ კი მთელი რეგიონის მასშტაბით მოღვაწეობა გახლავთ.
სსიპ ქალაქ ბათუმის მე- 16 საჯარო სკოლა. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, 600 მოსწავლე. 30 მასწავლებელი. 100 მშობელი.
აღნიშნულ ეტაპზე რისკების არსებობა თითქმის არ არსებობს. ალბათობის დონეზე შესაძლებელია დავუშვათ თეორიულად პანდემიის წარმოქმნა ან მძიმე საერთაშრისო რთული ვითარება, რამაც შესაძლოა აღნიშნული შეაფერხოს, მაგრამ ამის ალბათობა დღეს არ არსებობს.
საპირისპირო შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ პროექტი ძალისხმევის საშუალებით მაინც განხორციელდეს.
ევროკავშირი, როგორც საქართველოს ღირებული პარტნიორი, ხელს უწყობს, მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებას, ქვეყნის განვითარებას და მხარს უჭერს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. რომლებიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას განაპირობებს.
საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირი მხარ უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოში, ისევე როგორც სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს. აღნიშნული საკითხები ბუნებრივია ჩვენი თანამედროვე ისტორიის პერიოდში ნომერ პირველი საკითხია. ჩვენი მთავარი მიზანი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. პროექტის მდგრადობა კი ამ მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. რაც შეეხება პროექტის დასრულების შემდეგ დავსახავთ აქტივობებს ამ მიმართულებით, უფრო ფართო აუდიტორიასთან ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, მოსწავლეები სამუშაოს გააგრძელებენ სკოლის გარეთაც: დაიგეგმება ახალი სპექტაკლები , შეძენილი ინვენტარით, კი განვითარდება სკოლის დასი.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 3:29 pmპროექტი პასუხობს საკონკუროს თემას, არის აქტუალური და მნშვნელოვანი მპსწავლეებისა და საზოაგდოებისთვის. აქტივობები მრავალფეროვანია და პასუხობს მიზანს, პროექტში არ ჩანს თუმცა გასაუბრების დროს გამოიკვეთა, რომ ითანამშრომლებენ არასამთავრობო სექტორთან. თქვენი რეკომენდციების საფუძველზე პროექტის მონაწიელეები თანახმა არიან ბიუჯეტში ცვლილებეზე.