მცირე გრანტების კონკურსი ცხადდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლეების ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოიაზრება ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივებში მათი მონაწილეობა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებს, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლეების ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოიაზრება ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივებში მათი მონაწილეობა.
წარმოდგენილი პროექტებიდან უპირატესობა მიენიჭება შემდეგი ტიპის განაცხადებს:
შენიშვნა: პროექტის საქმიანობის დაგეგმვის დროს მხოლოდ ტრენინგების ჩატარებით ნუ შემოიფარგლებით.
მცირე გრანტების პროექტების შემუშავება და, დაფინანსების შემთხვევაში, მათი განხორციელება მოხდება პროექტის წარმდგენი ჯგუფის თანამშრომლობით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან. ეს უკანასკნელი მიაწვდის პროექტზე მომუშავე ჯგუფს განაცხადის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაცია, დაეხმარება განაცხადის, ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის მომზადებაში, აღმოუჩენს ტექნიკურ მხარდაჭერას ვებპორტალზე მუშაობის დროს და, საჭიროებისამებრ, გაუწევს სხვა სახის დახმარებას განაცხადის მომზადებისა და წარდგენის პროცესში. პარტნიორი ორგანიზაცია, ასევე, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (ადგილობრივ მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, და ა.შ.) და დაეხმარება პროექტის განმახორციელებლებს სხვადასხვა მიმართულებით.
მცირე საგრანტო კონკურსისთვის პრიორიტეტული თემები/ინიციატივები:
თითოეულ რეგიონში მცირე გრანტები გაიცემა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, პროექტის ავტორებთან ერთად, უზრუნველყოფენ თანხის მიზნობრივ ხარჯვას, დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, და დაეხმარებიან გრანტის მიმღებ ჯგუფებს პროგრამული და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენაში.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება, მინიმუმ, 1 და, მაქსიმუმ, 4 თვის ხანგრძლივობის პროექტები.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
დასაშვები ხარჯები, რომლებიც გრანტით დაფინანსებას ექვემდებარება:
ხარჯები, რომლებიც გრანტით დაფინანსებას არ ექვემდებარება:
მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს ღია და თანასწორუფლებიან კონკურსს და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს გრანტების მოსაპოვებლად დაინტერესებული განმცხადებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ონლაინ საგრანტო ინტერნეტპორტალზე www.initiatives.ge დარეგისტრირება, საგრანტო განაცხადის შევსება, ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის შედგენა, და ატვირთვა სისტემაში. მცირე გრანტის იდეის დამუშავებასთან და მის შევსებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებს თქვენს რეგიონებში (იხილეთ პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი აქ).
შენიშვნა: ტექნოლოგიური ინიციატივების თემაზე საგრანტო განაცხადის შემოტანისას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნოლოგიური ტრენინგის კურსდამთავრებულებმა პორტალზე მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, უნდა ატვირთონ ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატიც.
12
დღე13
საათი26
წუთი