IX კლასის მოსწავლეები. ანი ვაწაძე, თაკო გზირიშვილი, ელენე ქურდოვანიძე, ნინო თედიაშვილი, საბა მირზიკაშვილი, თემურ ჭიაურელი, მერაბ ჭიაურელი, გიგა ესაიაშვილი,ბარბარე დიღმელაშვილი. ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან ცალკეული აქტივობის განხორციელებაზე და თანაბრად გაინაწილებენ ვალდებულებებს.
წინამდებარე პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის
განვითარება; დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ამოცანები:
l მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირება;
● სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
სასკოლო საზოგადოება და თემი იცნობს მედიაწიგიენერების არსს,
იაზრებს მის მნიშვნელობას და შესაბამისი უნარები აქვს. ფლობს დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაბამის მექანიზმებს.
სასწავლო წლის ბოლოსთვის გაიზრდება ჩართული მოსწავლეების რაოდენობა. მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს სკოლაში და თემში მედიაწიგნიერების , როგორც აუცილებელი საგნის დამკვიდრებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლისათვის შესაბამისი ცნობიერებისა და ერთობლივი მუშაობის გამოცდილების გაზიარებასა და ზრდას.
შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდება მსგავსი თემით დაინტერესებული მოსწავლეები, მოხალისე მასწავლებლები, მშობლები. თემი. ჯგუფს ექნება მშობელთა გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა, მოსწავლეები თანდათან ჩაერთვებიან მათთვის საინტერესო აქტივობებში მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით.
დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და მისი განვითარება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. იმისათვის რომ მოქალაქეებმა მათ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ჩართულობა შეძლონ, აუცილებელია ობიექტურ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი და სწორედ მასზე დაყრდნობით მოქმედებდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებას. თითქოს ყველაფერი მარტივადაა, თუმცა 21–ე საუკუნეში. მედია ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარების ფონზე, როდესაც ყოველდღიურად აურაცხელ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა, სულ უფრო რთული ხდება საჭირო და სანდო ინფორმაციის ამორჩევა. ადამიანმა თანამედროვე სამყაროს ფეხი რომ აუწყოს და მანიპულაციური მიზნით გავრცელებული ინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, ან სულაც არ დაიკარგოს ინფორმაციის მორევში, მას უნდა ჰქონდეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, როგორიცაა საჭირო ინფორმაციის ამორჩევა და მისი კრიტიკული გაანალიზება. ადამიანს უნდა შეეძლოს, შეაფასოს ვინ და რატომ ავრცელებს ამათუ იმ ამბავს და რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს. სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, მედიის მოხმარების მხოლოდ პასიური როლი როდია მნიშვნელოვანი. დღეს უკვე ყველას შეგვიძლია ინფორმაციის გავრცელება , მაგრამ აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი უნარებიც, რომლებიც დაგვეხმარება, თავად შევქმნათ და გავავრცელოთ ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობას და მათ ინფორმირებულობას. ყოველივე. ზემოთ ჩამოთვლილს მედიაწიგნიერების უნარი აერთიანებს. მედიაწიგნიერება – მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე ინტერნეტის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების დამუშავებისა და გადაცემის, მის მიღებასა და გადაცემაში ინტერაქტიული მონაწლეობის და ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, აგრეთვე მედიაპროდუქციის ( აუდიო ვიზუალური ტელე რადიო პროდუქცია, ელექტრონული და სოციალური მედიაპროდუქცია, მათ შორის ფილმები მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვა პროდუქცია) შინაარსის და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების შესახებ სპეციალური ცოდნისა და უნარ– ჩვევების ერთობლიობა.
აღნიშნული უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში. ეს მათ ეხმარება, მედიაპროდუქტები გონივრულად და ეფექტურად გამოიყენონ, იყვნენ კრიტიკულები, გაარჩიონ ყალბი ნამდვილისაგან, მიხვდნენ ავტორის ჩანაფიქრს, დაიცვან პირადი ინფორმაცია, შექმნან და გაავრცელონ გადამოწმებული, სანდო ინფორმაცია, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და ა.შ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე პროექტი ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას სასკოლო საზოგადოებაში და თემში, რაც, თავისთავად განსხვავებულ ჯგუფებთან მუშაობას მოიაზრებს.
1 სკოლაში და თემში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხის მიზეზის გამოკვლევა და დადგენა.
1.1 პროექტის ჯგუფის ფორმირება– პროექტის მართვის/საინიციატივო ჯგუფების შექმნა;
მეცხრე კლასის მოსწავლეები, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი. თებერვლის პირველი ორი კვირა.
1.2 გამოკითხვის კითხვარის შემუშავება – მოსწავლეთა გამოკითხვა და პასუხების ანალიზი. კითხვარის შევსება ,,რა ვიცი მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ. ?“– მეცხრე კლასის მოსწავლეები, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი. თებერვლის მესამე კვირა
1.3 ანალიზის შედეგად პრობლემების გამოკვეთა და შეფასება– სიტუაციის ანალიზი მეოთხე კვირა – მეცხრე კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბი. თვითმმართველობა
1.4 ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საჭირო რესურსების განსაზღვრა, ფუნქციების განაწილება– პროექტის მართვის ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და სამოქმედო გეგმის შემუშავება. მარტის პირველი ორი კვირა. მეცხრე კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბი. თვითმმართველობა
1.5 ახალი სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფის განსაზღვრა და მონიტორინგის შემუშავება. მონიტორინგის ჯგუფის ანალიზი. მეცხრე კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბი. თვითმმართველობა
2. ინტერვენცია/განხორციელება
მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა ინფორმირება და ჩართულობის გაზრდა მიმდინარე პროექტში
2.1 მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის შესახებ შესახებ სლაიდ შოუს –პრეზენტაციის მომზადება.
პროექტის ჯგუფი, მარტის მესამე კვირა , მეცხრე კლასის მოსწავლეები, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი.
2.2 საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან.სტუმრის მოწვევა და დეზინფორმაციის მაგალითების განხილვა. დისკუსია დეზინფორმაციის მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. ჟურნალისტი. მეცხრე კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბი. მარტის მეოთხე კვირა.
2.3 შვილიშვილები მედიაწიგნიერების სადარაჯოზე. მოსწავლეები ბებია– ბაბუებს გააცნობენ მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციას და შეიმუშავებენ ერთობრივად ბროშურას, რომელსაც სამიზნე ჯგუფში გაავრცელებენ.
პროექტის ჯგუფი,აპრილის პირველი ორი კვირა, მეცხრე კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბი
2.4. თამაში ტყუილი თუ მართალი? შეხვედრის მონაწილეები ეცდებიან გამოიყენონ საინფორმაციო შეხვედრაზე მიღებული ცოდნა, მიღებული ინფორმაცია და თავად გამოიცნონ რომელი ინფორმაციაა გამოგონილი და რომელი სწორი .
პროექტის ჯგუფი, აპრილის მესამე კვირა, მოსწავლეები, მოხალისე მასწავლებლები, სასკოლო თემი, სამოქალაქო განათლების კლუბი .
2.5. ერთწუთიანი სოციალური რეკლამის კონკურსი. შემოქმედებითი უნარის გამოყენებით ვიდეორგოლის მომზადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
პროექტის ჯგუფი, აპრილის მეოთხე კვირა. მეცხრე კლასის მოსწავლეები, მოხალისე მასწავლებლები, სასკოლო თემი, სამოქალაქო განათლების კლუბი
2.6. შემაჯამებელი ღონისძიება. ინტელექტუალური თამაში. მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია. პროექტის ჯგუფი, მაისის პირველი კვირა, მოსწავლეები,მოხალისე მასწავლებლები, სასკოლო თემი, სამოქალაქო განათლების კლუბი.
2.7პროექტის შედეგებთან დაკავშირებული გამოკითხვა და შედეგების ანალიზი
პროექტის ჯგუფი.მაისის მეორე კვირა მოსწავლეები, მოხალისე მასწავლებლები, მშობლები, სასკოლო თემი
2.8 პროექტის პრეზენტაცია. პროექტის ჯგუფი, მაისის მესამე კვირა. მოსწავლეები, მოხალისე მასწავლებლები, მშობლები, თემი ,სასკოლო თემი
3.მონიტორინგი
მონიტორინგის ჯგუფის შეფასება– ანალიზი
მონიტორინგის ჯგუფი , სამოქალაქო კლუბი პროექტის ჯგუფი
3.1 პროექტის შედეგების განთავსება სპეციალურად შექმნილ სოციალურ გვერდზე. პროექტის მონაწილეები, მაისის მეოთხე კვირა.
მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული აქტივობების განსახორციელებელი ინვენტარი.
ფერადი პრინტერი – 1
საკანცელარიო საშუალებების კომპლექტი – 1
დასატენი საღებავი კატრიჯი – 2
ხმის დინამიკი დიდი – 1
“მედია ცენტრი კახეთი”.
საინფორმაციო დახმარება.
· VII- XIIკლასის მოსწავლეები;
· მოხალისე მასწავლებლები
· მშობლები
თემი
· თითოეული სამიზნე ჯგუფი მიიღებს სარგებელს სკოლაში დამკვიდრებული კულტურის საფუძველზე, რომელიც კონკრეტული წევრის პრობლემის მოგვარებას ემსახურება.კერძოდ:
· მოსწავლეები სკოლას გაიაზრებენ, როგორც მათ საკუთარ გარემოს, სადაც შესაძლებელია მათი ინიციატივებისა და ინტერესების რეალიზება; იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მათ სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. განახორციელებენ იმ საქმიანობებს, რომელიც მათთვის საინტერესო და დაძლევადია, გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რომელიც მათი ნებისმიერ პრობლემას ინფორმაციული თვალსაზრისით უზრუნველყოფს.
· მოხალისე მასწავლებლები შეძლებენ პროფესიულად განვითარდნენ, თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები გაუზიარონ და გადასცენ მოზარდებს, მრავალმხრივად დაინახონ თავიანთი აღსაზრდელები. მეტად თანამშრომლობითი, მეგობრული და ღირებულებებზე დამკვიდრებული გახადონ ურთიერთობები; იყვნენ მათი წიგნიერების თანამონაწილენი და მებრძოლნი.
· მშობლებისთვის სკოლა გახდება ადგილი, სადაც ეცოდინებათ, რომ ყველაფერი კეთდება და სრული ძალისხმევა იდება მათი შვილების საუკეთესო აღზრდისა და ჩამოყალიბებისთვის, გაიზრდება ნდობის ხარისხი და მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ისინი თავად იქნებიან ხელშემწყობი ყველა საინტერესო და საჭირო ინიციატივის.
თემი ორიენტირებული იქნება იმ საკითხებზე რაც არის ახალი გამოწვევა და აუცილებლობა მათი საჭიროებიდან გამომდინარე.
· VII- XII კლასის მოსწავლეები;
–400 მოსწავლე
·მოხალისე მასწავლებლები– 20
· მშობლები– 40
თემის წარმომადგენლები 20
დროის დეფიციტი
მშობელთა ჩართულობა
ფინანსური პრობლემა
თავიდან აცილების გზები.
დროში გაწერილი გეგმა და მონიტორინგი.
მიზნობრივი შეხვედრები მშობლებთან და თემთან.
წახალისებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა.
წახალისებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.
პროექტის შედეგი და პროექტის მდგრადობის გარანტია პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსებია. ეს ერთი მხრივ აჩვენებს სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროგრესს და პრაქტიკაში გამოქვეყნებულ უნარებს, ხოლო მეორე მხრივ, შექმნილი რესურსების ნაწილი ელექტრონული ფორმატით, განუსაზღვრელი ვადით დარჩება ინტერნეტსივრცეში და შესაძლებელი იქნება მათი მრავალჯერადი გამოყენება. სასკოლო საზოგადოებაში აღნიშნული თემის აქტუალობის შესანარჩუნებლად შესაძლებელია, მოსწავლეთა თვითმმართველობამ პერიოდულად დაგეგმოს “ ტყუილი თუ მართალი” ტიპის თამაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისათვის მათი მშობლებისათვის და მოხალისე მასწავლებლებისათვის. ასევე, შეუძლიათ, განაგრძონ საინფორმაციო კამპანია მათ მიერ სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდის საშუალებით, რომლის დახმარებითაც პერიოდულად საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის მიერ შეიქმნას მედიაწიგნიერების თემატიკაზე მომუშავე კლუბი და ამ მიმართულებით განაგრძოს მუშაობა. აგრეთვე დამკვიდრდეს კულტურა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მათთვის საინტერესო აქტივობა განახორციელონ უფროსების მხარდაჭერით.
სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა თემის და სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, არჩევანი შევაჩერეთ დეზინფორმაციისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე და მათი საჭიროების კვლევაზე. აღნიშნული პრობლემა არის ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევა და მოითხოვს იმ უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რომელიც ყოველდღიურობის აუცილებლობას წარმოადგენს.
Sagarejo Municipality, Kakheti, Georgia
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tina Sibasvili
დეკემბერი 6, 2024 | 4:49 pmპროექტი იმსახურებს დაფინანსებას