გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 1994 წელს მოახდინა, მაგრამ მიუხედვად ამისა ბავსვთა უფლებების დარღვევის ფაქტები საკმაოდ ფიქსირდება ჩვენს საზოგადოებაში. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრმა მათგანმა არც იცის იმის შესახებ,თუ რისი უფლება აქვა და როდის ირღვევა მათი უფლებები.უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით, პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ საშუალება მოამზადონ ესეები, ნახატები ბავშვთა უფლებების თემაზე, სადაც ძირითადათ ყურადღება მიექცევა ბავშვთა უფლებების შესახებ ინფორმაციას და მათი დარღვევის ფაქტებს ჩვენს რეგიონში. პროეტის დასასრულს მომზადდება წიგნი სათაურით "მზე ყველასთვის თანაბრად ანათებს", სადაც ბავშვებისათვის გასაგებ, მარტივ ენაზე გამოიცემა მომზადებული თემები და ნახატები, რათა ყველა მოსწავლეს ქონდეს საშუალება გაეცნოს ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ.