ჩოჩხათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში წელს ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრ მოსწავლეებს დიდი სურვილი გვაქვს, ეს საინიციატივო ჯგუფი გარდაიქმნას სამოქალაქო კლუბად, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება ინიციატივების განხორციელებისთვის.
სამომავლოდ კლუბის მდგრადობისთვის ჩვენს სკოლას გააჩნია კარგი რესურსი მიწის ნაკვეთის სახით (მისი ფართობია 13 330 კვადრატული მეტრი, ამ ნაკვეთზე მდებარეობს სკოლაც), რომელზეც შესაძლებელია შემოსავლიანი კულტურის გაშენება, საიდანაც მიღებული შემოსავალი მოხმარდება კლუბის საქმიანობების განხორციელებას, მატერიალური მხარდაჭერა გააძლიერებს კლუბს. თუმცა ამ ეტაპისთვის ამ ნაკვეთის გამოყენება ვერ ხდება იმის გამო, რომ მისი ღობის გარკვეული ნაწილები დაზიანებულია და არ არის დაცული პირუტყვისგან. ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, შერსაძლებელი გახდება ამ ფართობის განაშენიანება და მისგან სარგებლის მიღება.
შეღობვისა და განაშენიანების პროცესში აქტიურად დაგვეხმარება თემი, მოსახლეობა უზრუნველგვყოფს საჭირო ნერგებით(საუბარია თხილის ნერგებზე, რომლის რესურსიც სოფლის ყველა ოჯახშია და ადვილადაც ხარობს).
ასევე, აქტიურად დაგვეხმარება ადგილობრივი მმართველობა. ის ფინანსური თუ სხვა სახის თანადაფინანსებას გაგვიწევს ფართის შეღობვის პროცესში.
პროექტის განხორციელება იქნება გარანტია საინიციატივო ჯგუფის(მომავალში სამოქალაქო კლუბის) მუდმივი აქტიურობის და ქმედითობის.