ჩვენი სოფელი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ერთ- ერთ ულამაზეს ტერიტორიაზე, საიდანაც ჩანს მთა აბული,ტბა საღამო,მდინარე თაფარვანი, მე-12 საუკუნის მეფე თამარის ხიდი, ახლოა ტბა ფარავანი და სხვა ღირსეული ადგილი. ჩვენ გადავიღებთ ამ ღირსეული ადგილების სურათებს , მერე მოვამზადებთ მაგნიტურ სუვენირებს,რომელთაც გავყიდით. შემოსული ფულით გავაგრძელებთ ჩვენს პროექტს, რაც გულისხმობს სკოლის სასადილოსთვის ახალი ავეჯის შეძენას და გავარემონტებთ სასადილოს ოთახს.
პროექტს აქვს ორი მიზანი. პირველი თემის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია, ხოლო მეორე სკოლის ინფრასტუქტურის განვითარება.
შედეგი იქნება: მოსახლეობისთვის შეფასებული იქნება სოფლის კულტურა და მოგვარდება სკოლის მოსწავლეების კვების პროლემა.
ჩართული იქნება: სკოლის დირექცია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო განათლების კლუბი,,პირველი ნაბიჯები", მშობლები, ადგილობრივი თვითმართველობა, თემი.