პრობლემა:
სსიპ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს აქვთ ნაკლები ინფორმაცია პროფესიების შესახებ. ხშირად ხდება, რომ მოსწავლეები პროფესიულ არჩევანს მშობლების რჩევით ან შემთხვევითობის პრინციპით აკეთებენ.
პრობლემის გამომწვევი მიზეზი:
სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ბევრ შესაძლებლობას არიან მოკლებულნი, მათი თვალსაწიერი პროფესიული კუთხით შევიწროვებულია, დასაქმების სფეროები თითქმის არ არსებობს. ძირითადი სფერო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა.
პრობლემის შედეგი:
მოსწავლეები პროფესიებს ირჩევენ იმპულსურად, შემთვევითობით ან ახლობლის, მეგობრის , ნაცნობის რჩევით. გაუაზრებელ არჩევანს კი წარუმატებლობამდე მივყავართ. შრომის ბაზარზე მაღალი კონკურენციისა და მათი ნაკლები კონკურენტულობის გამო ახალგაზრდების დასაქმება და თვითრეალიზება შეფერხებულია.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების 90% უმუშევარია, არ აქვს საყვარელი საქმე და მხოლოდ ფიზიკური შრომითა და შინამეურნეობითაა დაკავებული.
პროექტის მიზანია, სკოლის ბაზაზე შეიქმნას პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის მართვის კურსი, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება თვითგამორკვევასა და საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში, ასევე მიაწოდებს ახალგაზრდებს ინფორმაციას პროფესიების შესახებ.