Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    პროგრამა „მომავლის თაობა“ ოქტომბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

    • განაცხადის შევსება
    • გრანტებზე დაბრუნება
    • პროფილი
    • პროექტები
    • prev
    • next
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    საგრანტო კონკურსის შესახებ

    თუ თქვენ, თქვენს სკოლას, მოსწავლეს აქვს იდეა განახორციელოს მცირე საგრანტო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში. ჩვენ ვაფინანსებთ განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ  პროცესებში.

    პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი საჯარო სკოლებისათვის!

    იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საგრანტო პროექტების შესაძლო თანადაფინანსების შესახებ - ბმული

    საგრანტო კონკურსის მიზანი

    მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილია მოსწავლეთა ჯგუფების მიერ და მიზნად  ისახავს საზოგადოების საჭიროებების დაცვასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით. ჩვენ დავაფინანსებთ პროექტის მთლიანი ღირებულების 30%, რაც არ უნდა აღემატებოდეს 450 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი რესურსი, პროექტის მთლიანი ღირებულების 70% წარმოდეგნილი უნდა იყოს თანამონაწილეობით.

    საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი

    წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები, შეასრულეთ სააპლიკაციო ფორმის მიერ მოთხოვნილი ყველა აუცილებელი პირობა რათა მოიპოვოთ დაფინანსება და განახორციელოთ  ყველაზე შემოქმედებითი სასკოლო პროექტი. საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს პედაგოგებისა და მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისა და თემისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში.

    შენიშვნა: საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს.

    საგრანტო კონკურსის წინაპირობა

    საგრანტო კონკურსი არ დააფინანსებს:

    • პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
    • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
    • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის მიზნებს.
    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

    მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში მომავლის თაობა  ჩართული პარტნიორი სკოლების პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს. წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.  იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.

    კონსულტაციები

    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...

    გრანტის პირობები

    გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში.

    საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თანადაფინანსება/თანამონაწილეობა. ეს პირობა შეიძლება სხვადასხვა სახით  წარმოადგინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.

    სააპლიკაციო ფორმის შევსება

    საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელში შესვლაც შეგიძლიათ მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებული „საიტზე შესვლა“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის დაჭერის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში.  თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.

    საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის ოთხი აცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:

    1. პროექტის განხორციელების  გეგმა  

    2. პროექტის ბიუჯეტი

    3. თანამონაწილეობის დოკუმენტი

    4. სკოლის ადმინისტრაციის წერილი

    მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ  სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება კომისიასთან შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს  მცირე გრანტების კომისია.

    საგრანტო კონკურსი დასრულებულია!
    დონორი
    USAID
    დეტალები
    • საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი
      2016-10-20
    • საგრანტო აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა
      2016-11-21
    სტატისტიკა
    • დაშვებული აპლიკაციების რაოდენობა
      შეუზღუდავი
    • გამარჯვებული აპლიკაციები საგრანტო კონკურსის ფარგლებში
      19
    • სულ გაცემული თანხის ჯამი
      7646$
    საკონკურსო თემა
    • USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნოლოგიური ტრენინგის კურსდამთავრებულთა ინიციატივები
    • ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებაში
    • კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით
    • ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში
    • მშობელთა, როგორც სასკოლო საზოგადოების წევრთა, ციფრული ცნობიერების ამაღლება
    • სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა თვითმმარველობის გაძლიერება სკოლაში
    • სამოქალაქო განათლების სხვა საგნებთან ინტეგრირებული პროექტები
    • ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით (ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, და ა
    • სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება კერძო სექტორთან თანამშრომლობით
    • პროფესიული ორიენტაციიის ხელშეწყობა მოსწავლეებში
    • ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეთა მიერ, მათ შორის დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა, მოსწავლეთა ინიციატივები კლიმატის ცვლილებების შესახებ და სხვა
    • დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მასთან ბრძოლა
    • დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე და სხვა)
    • ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა
    • უმცირესობათა უფლებები და მათი ინტეგრაცია
    • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • ახალგაზრდების ინიციატივები ძალადობის წინააღმდეგ (ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ა
    • ადრეული ქორწინების პრევენცია
    • ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტების ხელშეწყობა (სოციალური მეწარმეობის განვითარება მოსწავლეთა მიერ)
    • თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია მოსწავლეების მიერ
    • ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • მოსწავლეთა ინიციატივები ტრეფიკინგის პრევენციისთვის
    • საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • სოფლის/ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა ინიციატივები სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის
    • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა
    • სურსათის უვნებლობაზე ცნობიერების ამაღლება
    • საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება სხვადასხვა დაავადებისა და მათი პრევენციის შესახებ (აივ ინფექცია, შიდსი, დიაბეტი, ჰეპატიტი და ა
    რეგიონები
    • გურია
    • კახეთი
    • იმერეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • სამეგრელო ზემო სვანეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • შიდა ქართლი
    • თბილისი
    • რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი
    • ქვემო ქართლი
    • აჭარა
    IDS
    407 390

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროგრამა „მომავლის თაობა“ დეკემბრის 2014 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2014-12-01 - 2015-02-01
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2023-08-24 - 2023-10-27
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022 წლის ოქტომბრის საგრანტო კონკურსი

    • 2022-10-10 - 2022-11-13
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...