თუ თქვენ, თქვენს სკოლას, მოსწავლეს აქვს იდეა განახორციელოს მცირე საგრანტო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში. ჩვენ ვაფინანსებთ განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილია ერთ-ერთი რომელიმე კლასის მიერ რომელშიც ისწავლება სამოქალაქო განათლება (IX ან X) და მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებების დაცვასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით. ჩვენ დავაფინანსებთ პროექტის მთლიანი ღირებულების 30%, რაც არ უნდა აღემატებოდეს 450 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი რესურსი, პროექტის მთლიანი ღირებულების 70% წარმოდეგნილი უნდა იყოს თანამონაწილეობით.
წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პრობლემების მოგვარებაში განმახორციელებელი კლასის მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები, დააკმაყოფილეთ სააპლიკაციო ფორმის მიხედვით მოთხოვნილი ყველა აუცილებელი პირობა რათა მოიპოვოთ დაფინანსება და განახორციელოთ ყველაზე შემოქმედებითი საკლასო პროექტი. საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისა და თემისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარებას და უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი კლასის მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
შენიშვნა: საგრანტო განაცხადების განხილვისას ასევე პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს.
საგრანტო კონკურსი არ დააფინანსებს:
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში მომავლის თაობა ჩართული პარტნიორი სკოლების პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...
გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში.
საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თანადაფინანსება/თანამონაწილეობა. ეს პირობა შეიძლება სხვადასხვა სახით წარმოადგინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.
საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელში შესვლაც შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის დაჭერის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის ოთხი აცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
1. პროექტის განხორციელების გეგმა
4. სკოლის ადმინისტრაციის წერილი
მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება კომისიასთან შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.
00
დღე00
საათი00
წუთი