1. პროექტის მიზანი (კონკრეტულად აღწერეთ, რა არის პროექტის მიზანი და როგორ დაგეხმარებათ ის პრობლემის მოგვარებაში. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი და შეესაბამებოდეს პრობლემის გადაჭრის გზებს):
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით მათ შორის ტრენინგების, ფილმის ჩვენების, კონფერენციის, სოცილური მედიის კონტენტის შექმნისა და გავრცელების და თემატურ გაერთიანებებთან ( ქალთა კლუბი) და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დისკუსიების გზით საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლება.
მიზნად ვისახავთ სკოლაში გაიმართოს სხვადასხვა სახის აქტივობები ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის არსის გაცნობის , სამართლებრივი და საზოგადოებრივი თვითშეგნების დონის ამაღლების კუთხით. მოსახლეობისა და სასკოლო თემის ცნობიერების დონის დადგენის მიზნით ჩატარდება გამოკითხვა. მოეწყობა ფილმების ჩვენება- განხილვა. ჩატარდება ტრენინგები ( 2 ტრენინგი) გამართავენ შეხვედრას ქუთაისის „ ქალთა კლუბის“ წევრებთან, დისკუსიას თემაზე- „ პროფესიებს არ გააჩნიათ სქესი“, ჩაატარებენ კონფერენციას, მოამზადებენ ვიდეორგოლს და გააზიარებენ სოციალურ ქსელით.