1. მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
2. მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის შეძენა;
3. პროქტის დაგეგმვის, წარმართვისა და სოციალური უნარის განვითარება;
4. კვლევის ჩატარების საჭირო უნარების განვითარება (ანკეტების შედგენა,საველე პირობებზე გასვლა).
ბენეფიციარები
1. თანატოლებთან ურთიერთობა, თანასწორუფლებიანობის განცდა;
2. საერთო აქტივობებში ჩართვით ფუნქციური უნარების შეძენა-განვიარება;
3. მოტივაციის ამაღლება, საკუთარი ძალების შეცნობა.
კვლევის ჩატარების შედეგად მოხდება დაახლოებითი სტატისტიკური მონაცემების დადგენა-შესწავლა, რამ გამოიწვია ამ ბავშვების ქუჩაში ყოფნა, ძალადობამ თუ ოჯახის "მარჩენალის" ფუნქციამ.
ჩვენ მიერ ცატარებული აქტივობები ბენეფიციარებს დაანახებს, რომ აქვთ სხვადასხვა სახის უნარები და შეუძლიათ მათი გამოყენება.
პროექტის განმავლობაში ბენეფიციარებს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ექნებათ სკოლის მოსწავლეებთან.
მოხდება მათი პროლემების შესწავლა-გაცნობა.
ამ შედეგის მისაღწევად დაგეგმილია ქ-ნ თამარ კოპაძის დახმარებით თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარება, ინტერვიუერების დატრენინგება, კველავი კითხვარის შედგენა და გამოკითხვა.
ბ-ნ ომარ ბერძენიშვილი დახმარებით დავუკავშირდებით დღის ცენტრ "ცისარტყელას" და სადღეღამისო ცენტრს "ბეღურები", მოხდება ბენეფიციარებთან შეხვედრა, დაიგეგმება ერთობლივი შემოქმედებითი ღონისძიებები, რომელშიც ჩართულნი არიან თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღის პედაგოგები:ნინო ტუღუში, მინდია იუკურიძე, დავით კაშმაძე და ფსიქოლოგი თამარ კოპაძე. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მოეწყობა შემევნებით-გასართობი თამაშები. ამ აქტივობების პარალერულად მოხდება ფოტო მასალის შექმნა და ფილმის გადაღება.
ჩატარდება ღონისძიება თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღის დარბაზში, სადაც მოწვეულნი იქნებიან პროეკტში მონაწილე ყველა პიროვნება, ორგანიზაციები, ბენეფიციარები (სურვილის მიხედვით), მშობლები და ყველა ამ პრობლემით დაინტერესებული პირები. მოხდეა ადამიანის უფლებების დეკლარაციის გაცნობა, ჩატარებული აქტივობების გამოფენა-ჩვენება, ბოლოს ერთობლივად დაისახება სამომავლო გეგმები.