პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. კონკრეტულად აღწერეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს :
მიზანი – სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, ეროვნული უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის ხელისშეწყობა.
სიტუაციის ანალიზი
ქვეყნის შიგნით მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურმა ძვრებმა, განათლების სისტემის რეფორმამ დღის წესრიგში დააყენა ახალი მოთხოვნები, რომლის განხორციელებაში ერთნაირად უნდა ჩაერთოს ქვეყნის როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი მოსახლეობა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, სადაც არსებობს ეთნიკური უნცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რაიონები: ჯავახეთი, სადაც მოსახლეობის თითქმის 90%-ს სომხები შეადგენენ და ქვემო ქართლი, სადაც სხვადასხვა რაიონში აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობა 45%-დან 85%-მდე მერყეობს. დღეისათვის ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მთავარი ფუნქცია განათლების სისტემას აკისრია. უკვე გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები. სამოქალაქო განათლება, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე მოსახლეობის ფართო ფენებში. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, ამ მიმართულებით საქმიანობა უნდა წარიმართოს ორმხრივად. ორმხრივი პროცესის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის წარმატებული განხორციელება. ამ მიმართულებით მუშაობისათვის საუკეთესო ბაზად შეიძლება ჩაითვალოს თბილისის სსიპ 72-ე რუსული სკოლა, სადაც 13 ეროვნების მოსწავლე სწავლობს და პედაგოგიური კოლექტივიც მრავლეროვანია. სკოლაში არის ყველა რესურსი აქტიური, კვალიფიციური და მიზანმიმართული მუშაობისათვის, რისი რეალიზების საუკეთესო საშუალებად გვესახება ოთხენოვანი რეგიონული გაზეთი.
ძირითადი თემები, რომლებზეც მოხდება ფოკუსირება:
1. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
2. ქართველი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი ბავშვების დაახლოება.
3. კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და ურთიერთგაცნობა.
4. პროექტში ჩართულ რეგიონებთან (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) კონტაქტების დამყარება.
სტრატეგიული მიდგომა
პროექტის განვითარება მოხდება ოთხი ძირითადი მიმართულებით:
სიტუაციის შესწავლა და შეფასება.
ინფორმაციის მოძიება, საინფორმაციო ბაზის შექმნა.
გაზეთის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა და გავრცელება.
მუდმივი მონიტორირება და შედეგების დათვლა.
მოცემული ოთხი მიმართულება, დროის თვალსაზრისით, რიგ შემთხვევაში შესაძლოა პარალელურ რეჟიმში განვიხილოთ.
სიტუაციის შესწავლა და შეფასება
1. მოხდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოკითხვა სპეციალური კითხვარების საშუალებით. განისაზღვრება სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი.
2. მოპოვებულ იქნება ეთნიკური უმცირესობის სპეციფიკის ამსახველი მასალები, მოხდება მათი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა, ამუშავდება კონკრეტული მექანიზმები სოციო-კულტურული მდგომარეობის შესასწავლად.
3. გაკეთდება ერთიანი მონაცემთა ბაზა არსებული ინფორმაციის მიხედვით. მონაცემთა ბაზაში იარსებებს ინფორმაცია პროექტში ჩართული ყველა მონაწილის შესახებ. შეფასდება მათი აქტივობის მაჩვენებელი და განისაზღვრება ინტერესთა სფერო.
4. მონაცემთა ბაზის და სხვა მოპოვებული ინფორმაციის შეფასებისას შეიქმნება პირველადი დასკვნების პაკეტი სამუშაოთა განვრცობისათვის, სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით მოხდება მონაცემების დამუშავება და მათი დახარისხება. A
ინფორმაციის მოძიება, საინფორმაციო ბაზის შექმნა.
1. შეიქმნება რედკოლეგია. გაზეთს ექნება ინტერაქტიული გამოკითხვის მექანიზმი.
2. პირველ საფეხურზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება ინფორმაციის დახარისხება და პაკეტებად დალაგება, რათა მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნას მკითხველის ინტერესი.
გაზეთის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა და გავრცელება
ჩამოყალიბდება გაზეთის ტექნიკური სამსახური, რომელიც მოიაზრება რედაქციის შემადგენლობაში. აღნიშნული სამსახური განახორციელებს ძირითად საქმიანობას, მათ შორის ისეთებს როგორიცაა:
•ტექნიკური პერსონლის ჯგუფის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა;
•სკოლების აქტიურობისა და ჩასატარებელ სამუშათა თანმიმდევრულობის დადგენა;
•პრესის გავრცელება;
მუდმივი მონიტორირება და შედეგების დათვლა
პროექტის მონიტორინგი და შეფასება მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:
1.განხორციელების მონიტორინგი: - რაც ჩანს პროექტის ყოველკვირეულ ანგარიშებში, ანუ ხორციელდება თუ არა პროექტი დადგენილ ვადაში და შექმნილია თუ არა გარკვეული მომენტისთვის შესაბამისი პროდუქტი.
2.შედეგის მონიტორინგი: - საბოლოო ანგარიშებში მოცემულია პროდუქტი, მისი სიცოცხლისუნარიანობა და მივიღეთ თუ არა ის შედეგი რაც წინასწარ იყო დასახული.