Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "რომ არ დავკარგოთ ბავშვები"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    21-ე საუკუნის დასაწყისის ახალგაზრდა თაობა საკმაოდ სწრაფი ცვლილებების გარემოცვაში უწევს ცხოვრება. ჩვენი სამყარო მუდმივად ვითარდება : ინერგება ახალი ტექნოლოგიები , მცირდება დისტანციები და კაცობრიობა სულ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ასეთ გარემოში მეტი ცოდნა და უნარჩვევებია საჭირო , რათა ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენს ირგვლივ არსებულ ცვლილებებს... თითოეულ მოზარდს თავისი სუბუიქტური, უნიკალური , ემოციური სამყარო აქვს... მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ოჯახს და იმ საზოგადოებას ეკუთვნის , სადაც იგი იზრდება. კეთილგანწყობილი და მზრუნველი გარემო მას ყველანაირი სიძნელის დაძლევაში ეხმარება. მოზარდი მაღალი მგრძნობელობით და ემოციებით გამოირჩევა, - ამიტომ ნეგატიურ გარემოში დიდი საფრთხის წინაშე დგანან ისინი. მათ უყალიბდებათ სტრესი , რომელიც ვლინდება დეპრესიით , მომატებული აგრესიით, შფოთვით , კვების და ძილის დარღვევით, ზოგჯერ კი ისინი თვითმკვლელობამნდე მიდიან.
    ბევრჯერ გაიგებთ თქვენს ირგვლივ ჩივილს : "ის რთული ბავშვია" , - ხელს იშვერენ უმწეო ბავშვზე , იმას კი არავინ კითხულობს რატომაა "რთული" ეს ბავშვი. როგორ უნდა დავეხმაროთ მას ? ვინ არის დამნაშავე?
    სტატისტიკური კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ამგვარი "რთული" ბავშვების სიაში , ის ბავშვები "ხვდებიან" , ვინც ყოველდღიურად კომფლიქტურ სიტუაციებს ხედავენ ოჯახში. ბავშვი მომსწრეა როგორ ძალადობს ოჯახის ერთი წევრი მეორეზე . ამგვარი სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალებად მოზარდს ქუჩა მიაჩნია. სადაც კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. ან უნდა მოიპაროს , ან უნდა დაჩაგროს და იქცეს მოძალადედ , ან მას დაჩაგრავენ ... ეს კი მძიმე ფსიქიკურ ტრამვად აისახება ბავშვზე, რომელიც მთელ ცხოვრების გზაზე გასდევს.
    ბავშვი მარტო სიტყვით კი არა მაგალითითაც იზრდება. ცნობილია , რომ კონფლიქტური ოჯახები და "მოძალადე" ადამიანები ნაკლები განათლებით და დაბალი ინტელექტით ხასიათდებიან, - ეს ყველა ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა! ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და დამეთანხმებით , რომ სწორი აღზრდით , სწავლით , ცოდნის შეძენით , მაგალითად ტრადიციების დაცვით შევუწყოთ ბავშვის ჩამოყალიბებას, ნორმალური ფსიქიკის ადამიანად. ამიტომ , ამისთვის ყველანაირი ხერხი თუ საშუალება უნდა გამოვიყენოთ. რატომ გვტკივა ეს ყველაზე ძალიან? -იმიტომ , რომ დღევანდელი ბავშვები , ხვალინდელ მამები და დედები არიან, მათ ხვალ უნდა შექმნან ოჯახი, აღზარდონ შვილები... მართონ ქვეყანა! - ამიტომ უპრიანი ხომ არ იქნება სწორეთ დგეს , მოზარდობის ასაკში ვასწავლოთ მათ ის უნარ-ჩვევები , რაც ოჯახის გაძღოლას , შვილების აღზრდას , ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნას სჭირდება?!
    ჩვენი მიზანი სწორედ ესაა : ხელი შევუწყოთ მოზარს მოემზადოს ცხოვრებისთვის. თუ მოზარდი კარგად გაათვითცნობიერებს რა არის ძალადობა , ეცოდინება მას თავისი უფლებები და თავისუფლებები, არც კი გაიელვებს გულში დაჩაროს სხვა, იძალადოს მასზე. როცა გაიზრდება ისეთივე შეცდომებს აღარ დაუშვებს , რასაც ირგვლივ უშვებდნენ უფროსები. იგი გაუფრთხილდება მისი შვილების და მოზარდების სულს. აღარ გაიზრდება "ქუჩის" ბავშვების რიცხვი. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ძლიერი თაობის აღზრდა კი ძლიერი საქართველოს საწინდარი იქნება, - რაც ჰაერივით გვესაჭიროება დღეს!

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Akhaltsikhe

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ აპრილის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      levani mishini
    • ქალაქი
      ახალციხე
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...