პროექტის მიზანია სასკოლო სამოქალაქო კლუბის ოთახის მოწყობა. მოქალაქეობრივი შეგნებისა და აზროვნების განვითარება. სამოქალაქო განათლების საგანი ერთერთი საშუალებაა მოსწავლეთა სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც ეცოდინებად თავიანთი უფლება-მოვალეობები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სკოლაში არსებობდეს კეთილმოწყობილი კუთხე სასკოლო სამოქალაქო კლუბისათვის, რომელიც მოსწავლეებსა და საგნის პედაგოგს დაეხმარება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვაში და ორგანიზებაში.,