სკოლაში არსებული სათბურის კეთილმოწყობა და ამოქმედება
სკოლას შექმნილია ახალგაზრდა ფერმერთა ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ჩვენი სკოლის IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფი სისტემატიურად დასაქმდება სათბურში. სკოლის ახალგაზრდა ფერმერთა ჯგუფი მოწვეული ტრენერების დახმარებით ისწავლიან მოსავლის მოყვანას. გათბობის სისტემის დამონტაჟებით და ამოქმედებით ბავშვები შეძლებენ ზამთრის პერიოდში ორჯერ კიტრისა და პომიდორის მოყვანას. შემდეგ მოსწავლეები მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებს და მეგობარი სკოლების ბავშვებს ასწავლიან პროდუქციის მოყვანას სასათბურე პირობებში. რაც მთავარია მიღებული პროდუქტით დახმარებას გავუწევთ ჩვენი სოფლის სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დავეხმარებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. მოჭარბებული პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში შევქმნით მოსწავლეთა თვითმმართველობის ფონდს, რომელიც მოხმარდება თვითმმართველობის გაძლიერებას.