პროექტის მიზანია სოფელ ბახვის საზოგადოების სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული აზროვნების დამკვიდრების ხელშწყობა.
პროექტი ეფუძნება სოფელში საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის იდეას, რომელიც თემში გადასაჭრელი საკითხების ირგვლივ მსჯელობასა და გადაწყვეტის გზების ძიებას ისახავს მიზნად, რაც ჩვენი აზრით ახალგაზრდების გააქტიურებითა და მათი მონაწილეობის გაზრდით მიიღწევა. საზოგადეობრივი დარბაზი განთავსდება სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში და მისი ინიციატორი და დაგეგმილი საქმიანობების განმახორციელებელი იქნება სკოლაში ჩამოყალიბებული სამოქალაქო კლუბი.
პროექტის განხორციელების შედეგად, ვფიქრობთ, გაიზრდება კლუბის წევრთა სამოქალაქო ცნობიერება, სამოქალაქო ატიურობა და გაზირდება თემის ჩართულობა და მობილიზება თემში არსებული გადასაჭრელი საკითხების მიმართ. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და დემოკრატიული აზროვნების ხელშეწყობას.