პროექტის მიზანია 175–ე საჯარო სკოლასთან არსებული სამოქალაქო კლუბის– ჩვენ– მიერ სამოქალაქო განათლების პოპულარიზება სკოლასა და მიკრორაიონში, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, დისპუტების, თავისუფალი ტრიბუნისა და დიალოგების მოწყობა, საერთაშორისო კონვენციების, უფლებების დეკლარაციების შესწავლა და პოპულარიზება,სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება,შემდგომ ეტაპზე სამოქალაქო კლუბის ეგიდით საინფორმაციო ბუკლეტებისა და ფლეერების მომზადება და გამოცემა. კლუბის საქმიანობაში მოსწავლეების პედაგოგებისა და მათი მშობლების ჩართვა, კონფერენციების მოწყობა, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი თემატიკის ნაშრომების შემუშავებს, მას მედიის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან სტუმრებისა და უფლებების დამცველების მოწვევა .
შედეგები: პროექტი არ არის დროში შეზღუდული, იგი პერმანენტულად გაგრძელდება. სასკოლო კლუბის ბაზაზე გაიმართული დისპუტები და სამოქალაქო გაკვეთილები მკვეთრად გაზრდის ბენეფიციარის რიცხვს. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სამოქალაქო ცნობიერება, შეისწავლიან ძირითად იურიდიულ და საერთაშორისო დოკუმენტებს,შეითვისებენ სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანასწორი ურთიერთობის უნარებს, დაგეგმავენ შეასრულებენ და გააკონტროლებენ აქტივობებს, ,მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებას,პირადი მაგალითით მოახდენენ საზოგადოებაზე პოზიტიურ გავლენას,მოსწავლეებს პედაგოგებსა და მშობლებს შორის მოხდება პოზიციათა შეჯერება.