თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახის ლეპტოპით აღჭურვა და არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის ხელშეწყობა,ჩატარდება ტრენინგები,ყოველთვიურ კედლის გაზეთში და ბლოგზე განთავსდება ინფორმაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ. მოეწყობა გახსნის ცერემონია , პროექტის დასასრულს კი მიღწეული შედეგების პრეზენტაცია თელავის N5 საჯარო სკოლასა და ჯოყოლოს საჯარო სკოლაში.ლეპტოპის ქონა ხელს შეუწყობს პეზენტაციების მომზადებას,შექმნან პოსტერები, რომელსაც მოსწავლეების თემში გაავრცელებენ.(canva.com-ის შესწავლიტა და გამოყენებით).
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ სტერეოტიპების უარყოფით შედეგებს,
შეძლებენ ერთმანეთს დააკავშირონ სტერეოტიპები და დისკრიმინაცია. გაეცნობიან
ისტორიებს ქალების შესახებ, რომლებმაც დაარღვიეს სტერეოტიპები, გააცნობიერებენ
სტერეოტიპულ აზროვნებასთან ბრძოლის მნიშვნელობას და გზებს. რა დაბრკოლებებს უქმნიდა გენდერული უთანასწორობა ქალებს პროფესიულ საქმიანობაში, სოციალიზაციაში, სრულფასოვან ცხორებაში, საკუთარი ღირსებისა და თავისი და თავისუფლების უფლებით სარგებლობაში.