Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    „შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერის გარეშე“

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
    • მოსწავლეთა ინფორმირება და ჩართულობის გაზრდა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებში;
    • შშმ პირთა თანამონაწილეობით აქტივობების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მათ სტიმულირებას იყვნენ მეტად აქტიურები და ჩართულები რიგ კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
    • სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია;
    • კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების პოპულარიზაცია;

    პროექტის მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ამაღლება, მათი დაინტერესება შშმ პირთა პრობლემებით და მოტივირება არსებული პრობლემებისა და საჭიროების განსაზღვრისათვის, ამ პრობლემების გადასაჭრელად რელევანტური გზების მოძიებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-რეალიზებისათვის.
    პროექტის განხორციელება შედეგად მოგვცემს შშმ პირთა და სკოლის მოსწავლეთა, მათ შორის სკოლაში გვყავს ცხრა შშმ პირი, გაერთიანებას, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს მათ როგორც მეგობრულ ,ისე საქმიან ურთიერთობებს, რის შედეგადაც ჩვენი მხრიდან უკვე იქნება პირველი ნაბიჯები გადადგმული შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ.
    პროექტის განხორციელება მეტ მოტივაციას მისცემს სკოლის მოსწავლეებს მომავალშიც განაგრძონ აქტიური საქმიანობა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება შშმ პირთა პრობლემების გათავისებისა და მოგვარებისათვის.
    რაც შეეხება დასახული მიზნების რეალიზებას. მიზნები მიწევადია, ვინაიდან არის აშკარა მზაობა ურთიერთთანამშრომლობისათვის, როგორც შშმ პირთა, ისე მოსწავლეთა მხრიდან. მზაობა კი შეინიშნება მათი თანამედროვე ხედვის, სურვილის, აქტიურობისა და მონდომების საფუძველზე, რასაც სჭირდება მხოლოდ საწყისი ბიძგის მიცემა და სტიმულირება, რასაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროექტის განხორციელება.

    მდებარეობა რუკაზე
    • Tbilisi

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ აპრილის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      nino zhghenti
    • ქალაქი
      თბილისი
    • პროექტის ბიუჯეტი
      430.29 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...