პროექტის მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით.
პროექტის ამოცანები:
1.შშმ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში;
2.დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა;
3.თანადგომის ქსელის გაფართოება.
მოსალოდნელი შედეგები:
შშმ ბავშვები
-იქნებიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში;
-შეიძენენ ახალ მეგობრებს თანატოლთა წრეში;
-გახდებიან თავდაჯერებულები, სოციალურად აქტიურები და მეტად დამოუკიდებლები;
-ჩამოუყალიბდებათ ცხოვრებისეული სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვის უნარები;
-ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.