მიზანი
მშობელთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის ხელშეწყობა. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მიზნებისა და ფასეულობების გავრცელება, მშობელთა პედაგოგიზაცია, თანამონაწილეობა სასწავლო პროცესში, მათი უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გამოყენება. მათი ჩართულობის გაზრდა სასწავლო საქმიანობაში, მშობელთა მოტივაციის გაზრდა და მოსწავლეთა აკადემიური დონის გაუმჯობესება სასკოლო ცხოვრებისადმი მშობლების პასიურობის მიზეზის დადგენა და სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის ამაღლება.