დღეს სახელმწიფო პრობლემაა,ის რომ სტატისტიკურად აბიტურიენტთა პროფესიული ინტერესები პრიორიტიზირებულია კონკრეტულ ფაკულტეტებზე. ხშირია შემთხვევები როდესაც აბიტურიენტთა მომავალ პროფესიას განსაზღვრავს ისეთი მავნე ფაქტორები, როგორიცაა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი, რომ პერსპექტიული მხოლოდ ესა თუ ის პროფესია, ან მაგალითად აბიტურიენტის უახლოესი გარემოცვის ფაქტორი და ა.შ. რაც ხდება აბიტურიენტის მერყეობის მიზეზი.
მერყევ ფუნდამენტზე მტკიცეს ვერაფერს ავაგებთ და მერყევი აბიტურიენტი დღეს ნიშნავს არაპროფესიონალს ხვალ. ცხადია არსებობს მოსწავლეთა ის ნაწილი რომელთა ინტერესები განსხვავებული, ბევრად კონკრეტული და ვთქვათ არაინტელექტუალური იყოს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოყალიბდება ტრეინინგ ცენტრი, რომელიც მიზნად დაისახავს სკოლის მოსწავლეებში (ძირითადად დამამთავრებელი კლასების)პროფესიული ბუნებრივი ინტერესების განვითარებას.
შედეგი: მოტივირებული აბიტურიენტი დღეს, პროფესიონალი ხვალ.