პროექტის მიზანი:
ჩოხატაურის რაიონის საზოგადოების სამოქალაქო კულტურის ამაღლება, თანამშრომლობის წახალისება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.
პროექტის ამოცანა:
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებული სოციალური კლუბის გაძლიერება, სამუშაო გარემოს შექმნა და კეთილმოწყობა.
პროექტის აღწერა:
(პროექტის განხორციელება დაიწყება 28 მარტს და დასრულდება 29 აპრილს).
სკოლის დირექცია სკოლაში სოციალური კლუბისთვის გამოყოფს ფართს პროექტის დასაწყისში.
ACETT-სგან გამოყოფილი თანხით კლუბის წევრები შეიძენენ იატაკზე დასაგებ ლამინატს.
სკოლის მშობლები და მასწავლებელი კლუბის ოთახში იატაკზე დააგებენ ლამინატს ფართის გამოყოფის შემდეგ.
ACETT -სგან მიღებული თანხით კლუბის წევრები, პედაგოგები და მშობლები შეიძენენ ოთახისთვის საჭირო სკამებს.
სკოლის დირექციის მიერ გამოყოფილი კონტრიბუციით კლუბში შევიტანთ მაგიდას, მაგნიტური დაფას, დივანს, სავარძლებს, საოფისე კარადებს.
სკოლის ბიბლიოთეკა და დირექცია კლუბს გადასცემს მუშაობისათვის აუცილებელ მასალას: სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურას, CD და DVD დისკებს, პლაკატებს, ლიფლეტებს, ბუკლეტებს, საკანცელარიო მასალას.
კლუბის წევრები განსაზღვრავენ კლუბის პრიორიტეტებს და შეადგენენ სამოქმედო გეგმას ოთახის კეთილმოწყობის შემდეგ.
კლუბის წევრები მოამზადებენ და პროექტისა და თავიანთი მუშაობის შესახებ ინფორმაციას განათავსებენ გაზეთში ,,გურიის დრო’’.
მოეწყობა სოციალური კლუბის ოთახის პრეზენტაცია, კლუბის წევრი მოსწავლეების მიერ.
დებატკლუბის მიერ გაიმართება საჩვენებელი დებატი სამოქალაქო განათლების საკითხებზე-თემატიკა: მოქალაქე და კანონი.
მოსალოდნელი შედეგები:
გაიზრდება მოსწავლე –ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობა, ურთიერთანამშრომლობა თემთან; ხელი შეეწყობა მათი ინიციატივების განხორციელებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას.
დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს, მეტად აქტუალურია სამოქალაქო განათლებისა და კულტურის ქონა: თანამშრომლობა, აქტიურობა, კომუნიკაცია, კანონმორჩილება, ინიციატივა, სიტუაციის შესაბამისი ადეკვატური ქმედება - ეს უნარები ყალიბდება ადრეული ასაკიდან, მტკიცდება მოზარდობის პერიოდში და საჭიროებს მუდმივ წვრთნას, მეთვალყურეობას, რომელშიც თანაბრად მონაწილეობს მშობელი, მასწავლებელი და საზოგადოება. ამისათვის გამართლებული და აუცილებელიცაა სკოლებში სამოქალაქო-სოციალური კლუბების არსებობა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ექნება თემთან, სასკოლო ქსელთან, საზოგადოებასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამომავლოდ კლუბი თავის ირგვლივ შემოიკრებს სკოლაში ჩამოყალიბებულ და პოტენციურ კლუბებს, თვითმმართველობის ორგანიზაციებს, გააქტიურებულ და გასააქტიურებელ ახალგაზრდებს, დაგეგმავს საჭირო ტრენინგებსა და ღონისძიებებს, აქციებს, აღნიშნულის განსახორცილებლად მოიძიებს დონორებს, შექმნის მუშაობის მოტივაციას.