პროექტის მიზანია სკოლა "ლამპარში" ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში აღდგება მინი სპორტული მოედანი, ჩამოყალიბდება გუნდები და ჩატარდება შეჯიბრი "მხიარულ სტარტებში", მოსწავლეები დაამზადებენ ფლაერებს და მოუწოდებენ მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრებისაკენ. შედგება ნახატების გამოფენა, შესრულდება კედელზე ხატვა, ნაჩვენები იქნება ვიდეო ფილმი.