მიზანი:ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა სოფელ ნუკრიანში და ამისთვის მოქალაქეთა ეკოლოგიური, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირების კამპანიის წარმართვა თვითმმართველობასთან სოფელში ნაგვის ურნების განთავსების თაობაზე;
მოსალოდნელი შედეგები:ამაღლდება სოფლის მოსახლეობის ცნობიერება ეკოლოგიური კუთხით, უფრო მეტი მოქალაქე გაიგებს რა შედეგები მოჰყვება დანაგვიანებულ გარემოს რაც მოგვცემს საშუალებას სოფელი ნუკრიანი გახდეს ეკოლოგურად სუფთა, სამოქალაქო ღორებულებების მქონე ადამიანებით მდიდარი სოფელი.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ დავისახეთ შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
1.საპროექტო ჯგუფი მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავებს ფლაერის დიზაინს და შინაარსს, ამობეჭდილ ბუკლეტებს მოსწავლეები დაარიგებენ სოფელში;
2.სკოლის მოსწავლეების მიერ ფილმის გადაღება სოფელში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომლის ჩვენებაც გაიმართება სიღნაღის კულტურის სახლში და მას დაესწრებიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების (9-11კლასები)მოსწავლეები. ამ საქმის ორგანიზებაში დახმარებას გაგვიწევს სიღნაღის რესურსცენტრი და სიღნაღის კულტურის ცენტრი;
3. "ეკოვიჟენის" წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგს ნარჩენების მდგრადი გამოყენების შესახებ, გამართავენ ფილმის ჩვენებას და დაგვეხმარებიან ეკო-კლუბის შექმნაში ამ საქმის ორგანიზებაში მხარდამჭერი იქნება სათემო კავშირი "ნუკრიანი";
4.სკოლის მოსწავლეების მიერ დასუფთავების აქციის მოწყობა და მეზობელი სკოლების გამოწვევა ამ აქციაში;
5.მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ სოფლის ტერიტორიის შემოვლა და დათვლა რამდენი ნაგვის ურნა იქნება საჭირო, ადვოკატირების კამპანის წარმართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სოფელში ნაგვის ურნების განთავსების თაობაზე;
6.მოსწავლეების მიერ მაკულატურის მოგროვება სოფელში და მისი დასაწყობება სკოლაში, წინაწსწარ გამოყოფილ ოთახში;
7.სკოლის ადმინისტრაციის მშობლების და დახმარებით, მოგროვილი მაკულატურის ნაწილის ჩაბარება და ნაწილისგან მეორადი ქაღალდის სახლის პირობებში წარმოების სწავლება, სკოლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის (მეცხრე კლასის მოსწავლეების მიერ).
დამზადებულ ქაღალდებზე ნახატების შესრულება (მეხუთე კლასიდან ზემოთ) მოსწავლეების მიერ და სკოლაში გამოფენის მოწყობა;
8.მედიასთან ურთიერთობა (გაზეთი"კახეთის ხმა", ვებ გვერდი WWW.chemisofeli.ge)