პროექტის მიზანია ასპინძის მუნიციპალიტეტში და მის შემოგარენში არსებული,განადგურების პირას მისული ისტორიულ-კულტურული ძეგლები რამენაირად გამოვაცოცხლოთ,მოსახლეობისგან მივიწყებული მომავალი თაობებისთვის ცნობილი,ტურისტებისთვის სანახავად უნიკალური და საინტერესო გავხადოთ. პროექტის ფარგლებში ამ ყოველივეს შევძლებთ მუნიციპალიტეტის მერიასთან,საკრებულოსთან,არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,კვლევის ცენტრთან",ადგილობრივ თემში მცხოვრებ უხუცესებთან,აღნიშნული თემით დაინტერესებულ და კომპეტეტურ პირებთან(გიდთან-გიორგი მაღრაძესთან) თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინვენტარით (ბანერების დამონტაჟებით,საორიენტაციო ნიშნულების დადგმით),სოც.ქსელში სპეციალური გვერდის შექმნით,სადაც ატვირთული გვექნება ინფორმაციები ამა თუ იმ კულტურულ ძეგლზე, ინტერვიუები, ლეგენდები თუ მითები სხვადახვა სოფლის სახელწოდებების,ისტორიული ძეგლების შესახებ. შევქმნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სპეციალურ რუკებს,რომლის საშუალებითაც გაუმარტივდებათ ნავიგაცია, როგორც ტურისტებს,ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენს მუნიციპალიტეტში.მოსწავლეები მოხალისეობრივი ჩართულობით გაკვალავენ ადგილამდე მისასვლელ ბილიკებს,დაასუფთავებენ ეკლესია მონასტრების,ახლა უკვე ნანგრევებად ქცეული ,,ნაშთების" შემოგარენს.იზრუნებენ ხის ჩრდილებში მოსასვენებელი ადგილების მოწყობაზე. მოზრდილი ქვებით,ან ხის კუნძებით გაამზადებენ დროებით შესაჩერებლად,ჩამოსაჯდომად ,,სალაშქროდ" მისული მოსწავლეებისთვის,ტურისტებისთვის ,,საპიკნიკე" კუთხეებს.