წარმოდგენილი პროგრამის თემატიკიდან ჩვენი კლუბის მიერ შეირჩა ორი თემა: რომელიც ეხება სოფლის, დაბის, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ახალგაზრდობის მონაწილეობით და ტოლერანტობის განვითარება ხელშეწყობას. პროექტის თემა საერთო ინიციატივით შევარჩიეთ და ჩავთვალეთ რომ თანადამფინანსებლისთვის ეს ორი თემა უფრო საინტერესო იქნებოდა, ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტის ფარგლებში. შევეცადეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიზანი თემიდან გამომდინარე ყოფილიყო. ტოლერანტობის განვითარების ხელშეწყობისათვის გადავწყვიტეთ თავდაპირველად ინიციატივა ჩვენი ასაკის მქონე ახალგაზრდებისთვის გაგვეზიარებინა.ეს იქნება ტრენინგის შედეგი, რაიონში აქტივობის დონის ამაღლების, საინტერესო დისკუსიების გამართვის ჩვენს თანატოლებთან ერთად სამოქალაქო საკითხებზე, ქალაქის, დაბის, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ტრენინგი თავდაპირველად მოიცავს სამ სკოლას. დასრულდება 3 დღის ვადაში. თითოეული სამუშაო დღე 3 საათს გაგრძელდება. 24 კაციანი ჯგუფი აქტიურად იქნება ჩართული ამ სატრენინგო პროცესში.