პროექტის მიზანია სკოლაში ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა.
გვსურს, ციფრული ტექნოლოგიები გამოვიყენოთ როგორც ჯანსაღი პედაგოგიური მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს სწავლების პროცესის იმ სივრციდან დაწყებას, რაც ბავშვებს მეტად აინტერესებს და იზიდავს. რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პერსონალურ ზრდასა და სოციალურ განვითარებას, დაეხმაროს მათ ცხოვრების სტილსა და თვითშეფასებას შორის კავშირის დადგენა-შესწავლაში. ასწავლის ერთმანეთისგან განასხვაონ რეალობა და გამონაგონი, შეადარონ მედიაში ნაჩვენები ცხოვრებაში ნანახს, მედიაგმირები – რეალურ ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს, მედიაში ნანახი როლები – ცხოვრებაში არსებულ როლებსა და მოლოდინებს. ადვილად გაერკვნენ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში, ამოიცნონ რუ ინფორმაციები, შეძლონ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ერთმანეთისგან. მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული ელექტრონული რესურსების გამოყენებით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება ინფორმაციის გაფილტვრისა და ახლის შექმნის საშუალებით, რომ კარგად გაიაზრონ, თუ რა გავლენას ახდენს პირადი გამოცდილება და ღირებულებები მედიაგზავნილის წარმოებასა და რეაქციაზე, იყვნენ პასუხისმგებელნი ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაზე. როგორ უნდა მოიძიონ და იურთიერთონ ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროებთან და არ მოექცნენ მათი გავლენის ქვეშ ისე, რომ ზიანი მიიღონ, ციფრული ტექნოლოგიები სწორად გამოიყენონ წარმატების მისაღწევად როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში.