ჩვენი პროექტის უმთავრესი მიზანი გახლავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციის, შიდსის, დიაბეტის, ჰეპატიტის და სხვა გავრცელებული დაავადებების შესახებ, დაავადებების პრევენციის მნიშვნელობის ხაზგასმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადამიანების მოწოდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისკენ. სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. აქედან გამომდინარე დაიგეგმა ღონისძიებები. როგორიც არის საინფორმაციო კამპანია, რაც მოიცავს სოციალურ ქსელებში ყურადღების გამახვილებას დაავადებების შესახებ და ინფორმაციის გავრცელებას, საინფორმაციო ვიდეოები და გრაფიკები, რომლებიც ნათლად ხსნის დაავადების მიერ გამოწვეულ ზიანს. საგანმანათლებლო სიუჟეტები, ინტერვიუები, გადაცემები სადაც სპეციალისტები გასაგებად საუბრობენ დაავადებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მოსწავლეების აქტიური ჩართულობა საგანმანათლებლო აქტივობებში, ინფორმაციის გავრცელება პატარა რეკლამებით, ფლაერებისა და სლოგანის შექმნა რომელიც ადამიანს მოუწოდებს. ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გამართული ტრენინგები რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც ახლოს არ მდებარეობს საავადმყოფო. ამისთვის კარგი იქნება ,, მობილური კლინიკები ", რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და დაეხმარება პაციენტს.
შედეგად გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა აივ/შიდსი, დიაბეტი და ჰეპატიტი, რაც ხელს შეუწყობს მათი პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის ეფექტურობას. მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაავადებათა მართვის შესახებ. გაძლიერდება ჯანმრთელობის დაცვის კულტურა, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
მოკლევადიანი მოსალოდნელი შედეგებია:
1.საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება აივ/შიდსის, დიაბეტის, ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების პრევენციისა და მართვის შესახებ.
2 . მოსახლეობის ზრდასრული ნაწილის ჩართულობა საინფორმაციო კამპანიებსა და სემინარებში.
3.დაავადებათა დროული დიაგნოსტიკისთვის მიმართვიანობის ზრდა.
გრძელვადიანი შედეგებია:
1.ჯანმრთელობის გაუმჯობესებული სტატისტიკა და დაავადებათა გავრცელების შემცირება.
2.ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში.
3.პრევენციული ჯანდაცვის კულტურის გაძლიერება და მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება
პროექტი ,, ცოდნა-ჯანმრთელობის გასაღები “ ეხმაურება ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა აივ/შიდსი, დიაბეტი და ჰეპატიტი, რომლებიც საქართველოში სერიოზულ ჯანმრთელობისა და სოციალურ გამოწვევებს წარმოადგენს.ამ დაავადებათა შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და მათი პრევენციისა და მართვის არასაკმარისი პრაქტიკა ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას და გართულებას. პრობლემას ამწვავებს სტიგმა და დისკრიმინაცია, რაც ხშირ შემთხვევაში აფერხებს ადამიანებს, დროულად მიმართობ ექიმს და მიიღონ საჭირო დახმარება. პროექტი მიზნად ისახავს ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული ჯანდაცვის მნიშვნელობის გაძლიერებას.
პროექტის მიზნის მისაღწევად განხორციელება შემდეგი ღონისძიებები:
1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება: საინფორმაციო კამპანიების განხორციელება ტელევიზიით, რადიოით და სოციალური მედიის პლატფორმებზე.სპეციალური ბუკლეტების, ბროშურებისა და ვიდეომასალების შექმნა და გავრცელება.
2.საგანმანათლებლო ღონისძიებები:ლექციებისა და სემინარების ჩატარება თემაზე დაავადებათა პრევენცია და მართვა.სკოლებში და უნივერსიტეტებში ჯანმრთელობის თემატიკაზე აქტივობების ორგანიზება.
3.უფასო სკრინინგი და კონსულტაციები:მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგი დიაბეტის, აივ/შიდსისა და ჰეპატიტის გამოსავლენად.ექიმების კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
4.ადგილობრივი პარტნიორების ჩართულობა:სამედიცინო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაძლიერება.ჯანდაცვის სფეროში არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება.
5.სტიგმის დაძლევა:საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიზნით ინფორმაციის გავრცელება.
გვსურს გაცნობოთ , რომ თუ ჩვენი პროექტი,, ცოდნა-ჯანმრთელობის გასაღები "-ის ფარგლებში გრანტს მივიღებთ, მიღებული თანხა (450 დოლარი) დაიხარჯება შემდგომ მიზნებზე:
1. პროექტორის შეძენა -პროექტის, პრეზენტაციებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად
2. პროექტორის დაფის შეძენა- ვიზუალური მასალების უფრო ეფექტურად წარმოსადგენად.
3. ფლაერების დამზადება -დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.
პროექტის ფარგლებში იგეგმება წითელ ჯვართან და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან თანამშრომლობა. წითელი ჯვრის მხარდაჭერა შესაძლოა გამოხატული იყოს რამდენიმე გზით:
1 . სამედიცინო რესურსების მოწოდება: უფასო სკრინინგებისა და დიაგნოსტიკისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მასალების უზრუნველყოფა.
2. სპეციალისტების ჩართულობა: წითელი ჯვრის მიერ მოწვეული სამედიცინო ექსპერტებისა და ტრენერების მონაწილეობა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სესიებში. სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ორგანიზება.
3. კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება: წითელი ჯვრის ქსელის გამოყენება კამპანიების ფართო აუდიტორიაზე გასავრცელებლად.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მხარდაჭერა გამოიხატება ინფორმაციის გავრცელებასა და სწორად მიწოდებაში.
პროექტის ბენეფიციარები არიან:
1.საქართველოს მოსახლეობა:განსაკუთრებით დაავადებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფები.ახალგაზრდები, რომლებიც საჭიროებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ განათლებას.სოფლის მოსახლეობა, რომელსაც ნაკლები წვდომა აქვს სამედიცინო მომსახურებასა და ინფორმაციაზე.
2.სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები:ექიმები, ექთნები და ჯანმრთელობის სფეროს სხვა სპეციალისტები, რომლებსაც პროექტი გაუწევს ტრენინგებს და დაეხმარება ახალი პრაქტიკების დანერგვაში.
3.არასამთავრობო ორგანიზაციები
4.ახალგაზრდები და სტუდენტები:სკოლების, უნივერსიტეტებისა და ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც ჩაერთვებიან საგანმანათლებლო აქტივობებში.
5.ზარალის მქონე ჯგუფები:
ის პირები და ოჯახები, რომლებიც უკვე დაზარალდნენ დიაბეტის, ჰეპატიტის ან აივ/შიდსისგან და საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას, ინფორმირებასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.
ამ პროექტით სარგებელს არა მარტო მასში მონაწილე მოსწავლეები მიიღებს არამედ საქართველოს მოსახლეობაც. დაახლოებით მინიმუმ 10 000 ადამიანი.
1.ინფორმაციის გავრცელების ნაკლოვანება:რისკი: მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება, რის შედეგადაც ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას კამპანიებში.
შესაბამისი ზომები:ფართო მედია კამპანიები (ტელევიზია, რადიო, სოციალური მედია).საინფორმაციო სესიების ჩატარება სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
2.სამედიცინო აღჭურვილობის ან რესურსების დეფიციტი:რისკი: საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის ან ტესტირების მასალების ნაკლებობა, რაც ხელს შეუშლის სკრინინგების და კონსულტაციების ჩატარებას.
შესაბამისი ზომები:პარტნიორებთან წინასწარ შეთანხმება საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე.ალტერნატიული რესურსების მოძიება ადგილობრივ დონეზე.
3.ადამიანური რესურსებიი
რისკი: არასაკმარისი ან არასაკვალიფიციო ადამიანური რესურსები, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს პროექტის შესრულება.
გამოცდილი პროფესიონალების და ექსპერტების ჩართვა პროექტში.
გაგრძელდება ინფორმაციასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ბენეფიციარების რეგულარული ხელმისაწვდომობა, მაგალითად, ჯანმრთელობის შემოწმებები, პრევენციული კამპანიები.
რეგულარული სემინარების და ლექციების ჩატარება, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ახალი ინფორმაცია დაავადებათა პრევენციის შესახებ.
დაავადებების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უზრუნველყოფს მათ ადრეულ გამოვლენას და ხელს შეუწყობს ეფექტურ მკურნალობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გრძელვადიან გაუმჯობესებას.
,,ცოდნა- ჯანმრთელობის გასაღები "არის საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა შიდსი, აივ, დიაბეტი, ჰეპატიტი და სხვა გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემები. პროექტი ხელს უწყობს პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობის გააზრებას. ინიციატივა მოიცავს სამიზნე აუდიტორიისთვის ლექციებს, სემინარებს, ონლაინ რესურსებს და კონსულტაციებს, რაც მოსახლეობას დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში და საკუთარი ჯანმრთელობის უკეთ მართვაში.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 3:35 pmპროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი თუმცა პროექტის განხორციელეაბში მთლიანად ჩართული არიან მოსწვალეები. პრობლემა არის აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი განხორციელბა. შესაძლებლია რეკომენდაციების საფუძველზე ბიუჯეტის ცვლილება. სკოლა წინა წელს იქნა დაფინანსებული მცირე გრანის კონკურსშ და პროექტი წარმატებით იქნა განხპორციელებული