Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ,, ცოდნა - ჯანმრთელობის გასაღები "

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      555752758
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ლიზი შენგელია, მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-02-03
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      გიორგი ბრწყინვალეს 52 ბინა 16
    • მობილური ტელეფონი
      577641504
    • ელექტრონული ფოსტა
      shengelializuzi@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
      • პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები არიან  თეკლა ახლაძე ;ლიზი შენგელია. მათი მოვალეობები მოიცავს პროექტის დაგეგმვას, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას, სპეციალისტების მოწვევას ტრენინგებზე. ერთობლივ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციებითან ერთად როგორიცაა წითელი ჯვარი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი.
    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      55
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      სხვა
    • პროექტის მოკლე აღწერა

      ჩვენი პროექტის უმთავრესი მიზანი გახლავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციის, შიდსის, დიაბეტის, ჰეპატიტის და სხვა გავრცელებული დაავადებების შესახებ, დაავადებების პრევენციის მნიშვნელობის ხაზგასმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადამიანების მოწოდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისკენ. სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. აქედან გამომდინარე დაიგეგმა ღონისძიებები. როგორიც არის საინფორმაციო კამპანია, რაც მოიცავს სოციალურ ქსელებში ყურადღების გამახვილებას დაავადებების შესახებ და ინფორმაციის გავრცელებას, საინფორმაციო ვიდეოები და გრაფიკები, რომლებიც ნათლად ხსნის დაავადების მიერ გამოწვეულ ზიანს. საგანმანათლებლო სიუჟეტები, ინტერვიუები, გადაცემები სადაც სპეციალისტები გასაგებად საუბრობენ დაავადებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

      მოსწავლეების აქტიური ჩართულობა საგანმანათლებლო აქტივობებში, ინფორმაციის გავრცელება პატარა რეკლამებით, ფლაერებისა და სლოგანის შექმნა რომელიც ადამიანს მოუწოდებს. ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გამართული ტრენინგები რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას.

      გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც ახლოს არ მდებარეობს საავადმყოფო. ამისთვის კარგი იქნება ,, მობილური კლინიკები ", რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და დაეხმარება პაციენტს.

      შედეგად გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა აივ/შიდსი, დიაბეტი და ჰეპატიტი, რაც ხელს შეუწყობს მათი პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის ეფექტურობას. მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაავადებათა მართვის შესახებ. გაძლიერდება ჯანმრთელობის დაცვის კულტურა, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოკლევადიანი მოსალოდნელი შედეგებია:

      1.საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება აივ/შიდსის, დიაბეტის, ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების პრევენციისა და მართვის შესახებ.
      2 . მოსახლეობის ზრდასრული ნაწილის ჩართულობა საინფორმაციო კამპანიებსა და სემინარებში.
      3.დაავადებათა დროული დიაგნოსტიკისთვის მიმართვიანობის ზრდა.

      გრძელვადიანი შედეგებია:

      1.ჯანმრთელობის გაუმჯობესებული სტატისტიკა და დაავადებათა გავრცელების შემცირება.

      2.ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში.

      3.პრევენციული ჯანდაცვის კულტურის გაძლიერება და მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      პროექტი ,, ცოდნა-ჯანმრთელობის გასაღები “ ეხმაურება ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა აივ/შიდსი, დიაბეტი და ჰეპატიტი, რომლებიც საქართველოში სერიოზულ ჯანმრთელობისა და სოციალურ გამოწვევებს წარმოადგენს.ამ დაავადებათა შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და მათი პრევენციისა და მართვის არასაკმარისი პრაქტიკა ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას და გართულებას. პრობლემას ამწვავებს სტიგმა და დისკრიმინაცია, რაც ხშირ შემთხვევაში აფერხებს ადამიანებს, დროულად მიმართობ ექიმს და მიიღონ საჭირო დახმარება. პროექტი მიზნად ისახავს ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული ჯანდაცვის მნიშვნელობის გაძლიერებას.

       

       

       

       

       

       

       

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      პროექტის მიზნის მისაღწევად განხორციელება შემდეგი ღონისძიებები:

      1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება: საინფორმაციო კამპანიების  განხორციელება ტელევიზიით, რადიოით და სოციალური მედიის პლატფორმებზე.სპეციალური ბუკლეტების, ბროშურებისა და ვიდეომასალების შექმნა და გავრცელება.

      2.საგანმანათლებლო ღონისძიებები:ლექციებისა და სემინარების ჩატარება თემაზე დაავადებათა პრევენცია და მართვა.(შეხვედრები ჩატარდებ ა პარტნიორი ორგანიზაციის ან რომელიმე არასამტავბრობო ორგანიზაციის ოფისში)

      3.უფასო სკრინინგი და კონსულტაციები:მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგი დიაბეტის, აივ/შიდსისა და ჰეპატიტის გამოსავლენად.ექიმების კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

      4.ადგილობრივი პარტნიორების ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

      5.სტიგმის დაძლევა:საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიზნით ინფორმაციის გავრცელება.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      გვსურს გაცნობოთ , რომ თუ ჩვენი პროექტი,, ცოდნა-ჯანმრთელობის გასაღები "-ის ფარგლებში გრანტს მივიღებთ, მიღებული თანხა (450 დოლარი) დაიხარჯება შემდგომ მიზნებზე:

      1. ფოტო ვიდეო კამერა, პროექტის ფარლებში ცატარებული აქტივობეის პოპულარიზაციისა და ვიდეორგოლების შემქნის მზინით

      2. ფოტოა აპარატის მეხსიერების ბაართი

      3. საკანცელარიო ნივთები.

      4. სიანფორმაციო ბორშურები

    • პროექტის პარტნიორები

      პროექტის ფარგლებში იგეგმება წითელ ჯვართან და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან თანამშრომლობა. წითელი ჯვრის მხარდაჭერა შესაძლოა გამოხატული იყოს რამდენიმე გზით:

      1 . სამედიცინო რესურსების მოწოდება: უფასო სკრინინგებისა და დიაგნოსტიკისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მასალების უზრუნველყოფა.

      2. სპეციალისტების ჩართულობა: წითელი ჯვრის მიერ მოწვეული სამედიცინო ექსპერტებისა და ტრენერების მონაწილეობა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სესიებში.

      3. კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება: წითელი ჯვრის ქსელის გამოყენება კამპანიების ფართო აუდიტორიაზე გასავრცელებლად.

      თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მხარდაჭერა გამოიხატება ინფორმაციის გავრცელებასა და სწორად მიწოდებაში.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის ბენეფიციარები არიან:

      1.საქართველოს მოსახლეობა:განსაკუთრებით დაავადებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფები.ახალგაზრდები, რომლებიც საჭიროებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ განათლებას.სოფლის მოსახლეობა, რომელსაც ნაკლები წვდომა აქვს სამედიცინო მომსახურებასა და ინფორმაციაზე.

      3.არასამთავრობო ორგანიზაციები

      4.ზარალის მქონე ჯგუფები:

      ის პირები და ოჯახები, რომლებიც უკვე დაზარალდნენ დიაბეტის, ჰეპატიტის ან აივ/შიდსისგან და საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას, ინფორმირებასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      ამ პროექტით სარგებელს არა მარტო მასში მონაწილე მოსწავლეები მიიღებს არამედ საზოგადოებაც. დაახლოებით 300 ადამიანი

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1.ინფორმაციის გავრცელების ნაკლოვანება:რისკი: მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება, რის შედეგადაც ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას კამპანიებში.

      2.სამედიცინო აღჭურვილობის ან რესურსების დეფიციტი:რისკი: საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის ან ტესტირების მასალების ნაკლებობა, რაც ხელს შეუშლის სკრინინგების და კონსულტაციების ჩატარებას.

      შესაბამისი ზომები:პარტნიორებთან წინასწარ შეთანხმება საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე.ალტერნატიული რესურსების მოძიება ადგილობრივ დონეზე.

      3.ადამიანური რესურსებიი

      რისკი: არასაკმარისი ან არასაკვალიფიციო ადამიანური რესურსები, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს პროექტის შესრულება.

      • შესაბამისი ზომები:

      გამოცდილი პროფესიონალების და ექსპერტების ჩართვა პროექტში.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      გაგრძელდება ინფორმაციასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ბენეფიციარების რეგულარული ხელმისაწვდომობა, მაგალითად, ჯანმრთელობის შემოწმებები, პრევენციული კამპანიები.

      რეგულარული სემინარების და ლექციების ჩატარება, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ახალი ინფორმაცია დაავადებათა პრევენციის შესახებ.

      დაავადებების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უზრუნველყოფს მათ ადრეულ გამოვლენას და ხელს შეუწყობს ეფექტურ მკურნალობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გრძელვადიან გაუმჯობესებას.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2025/01/inbound648472749049849412.xlsx
    • რეგიონი
      ბათუმი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    ,,ცოდნა- ჯანმრთელობის გასაღები "არის საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა შიდსი, აივ, დიაბეტი, ჰეპატიტი და სხვა გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემები. პროექტი ხელს უწყობს პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობის გააზრებას. ინიციატივა მოიცავს სამიზნე აუდიტორიისთვის ლექციებს, სემინარებს, ონლაინ რესურსებს და კონსულტაციებს, რაც მოსახლეობას დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში და საკუთარი ჯანმრთელობის უკეთ მართვაში.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • მარიამ ტარიელაძე
      დეკემბერი 4, 2024 | 3:35 pm

      პროექტი მიზნად ისახავს დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერების დონის ამაღლებას, პროექტის პასუხობს საკონკურსო თემას დაეხმაურება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას . აქტივობები მრავალფეროვანია, აღსანიშნავია ისიც,რომ პროექტი ითვალსიწინებს თანაშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთა, . მოსწავლეებს აქვთ გამოცდიელბა პროექტებზე მუშაობის და არ გაუჭირდებათ პრორექწტის განხორფციელება.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    დაუნის სინდრომი: ცნობიერების ამაღლება, განათლება და მხარდაჭერა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...