Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022 წლის ოქტომბრის საგრანტო კონკურსი

    • განაცხადის შევსება
    • გრანტებზე დაბრუნება
    • პროფილი
    • პროექტები
    • prev
    • next
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    საგრანტო კონკურსის შესახებ

    საგრანტო კონკურსი აფინანსებს განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ  პროცესებში.  

    საგრანტო კონკურსის მიზანი

    მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მიზნად  ისახავს საზოგადოების საჭიროებების გამოვლენასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, კერძო სექტორთან, მედიასთან,  სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ჯგუფთან თანამშრომლობით.

    გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში.

     

    საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი

    წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. საგრანტო განაცხადების განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისა და თემისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში.

    შენიშვნა: საგრანტო განაცხადების განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს.  

    საგრანტო კონკურსის წინაპირობა
    საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:
    • პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
    • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
    • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის მიზნებს;
    • მშენებლობა ან ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული საქმიანობა. მშენებლობა ასევე გულისხმობს სარემონტო სამუშაოებს, რეკონსტრუქციას, გადაკეთებას და აღდგენის ხარჯებს.
    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

    მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო განთლების პროგრამაში  ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.

    კონსულტაციები

    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამის რეგიონებში გაიარონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

    გრანტის პირობები

    გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში.

    საგრანტო კონკურსის დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.

    სააპლიკაციო ფორმის შევსება
    საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ, ამავე პორტალზე (initiatives.ge) განთავსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით. საიტზე დარეგისტრირება და პროფილში შესვლა შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ „პროფილი“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე, წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში.  თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
    საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის სამი აუცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები/ნიმუშები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
    1. პროექტის განხორციელების გეგმა
    2. პროექტის ბიუჯეტი 
    3. სკოლის ადმინისტრაციის მხარდამჭერი წერილი
    მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენ მიერ  სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება  შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.
    საგრანტო კონკურსი დასრულებულია!
    დონორი
    USAID
    დეტალები
    • საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი
      2022-10-10
    • საგრანტო აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა
      2022-11-13
    სტატისტიკა
    • დაშვებული აპლიკაციების რაოდენობა
      შეუზღუდავი
    • გამარჯვებული აპლიკაციები საგრანტო კონკურსის ფარგლებში
      11
    • სულ გაცემული თანხის ჯამი
      4034$
    საკონკურსო თემა
    • USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნოლოგიური ტრენინგის კურსდამთავრებულთა ინიციატივები
    • ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებაში
    • კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით
    • ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში
    • მშობელთა, როგორც სასკოლო საზოგადოების წევრთა, ციფრული ცნობიერების ამაღლება
    • სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა თვითმმარველობის გაძლიერება სკოლაში
    • სამოქალაქო განათლების სხვა საგნებთან ინტეგრირებული პროექტები
    • ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით (ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, და ა
    • სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება კერძო სექტორთან თანამშრომლობით
    • პროფესიული ორიენტაციიის ხელშეწყობა მოსწავლეებში
    • ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეთა მიერ, მათ შორის დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა, მოსწავლეთა ინიციატივები კლიმატის ცვლილებების შესახებ და სხვა
    • დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მასთან ბრძოლა
    • დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე და სხვა)
    • ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა
    • უმცირესობათა უფლებები და მათი ინტეგრაცია
    • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • ახალგაზრდების ინიციატივები ძალადობის წინააღმდეგ (ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ა
    • ადრეული ქორწინების პრევენცია
    • ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტების ხელშეწყობა (სოციალური მეწარმეობის განვითარება მოსწავლეთა მიერ)
    • თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია მოსწავლეების მიერ
    • ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • მოსწავლეთა ინიციატივები ტრეფიკინგის პრევენციისთვის
    • საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • სოფლის/ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა ინიციატივები სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის
    • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა
    • სურსათის უვნებლობაზე ცნობიერების ამაღლება
    • საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება სხვადასხვა დაავადებისა და მათი პრევენციის შესახებ (აივ ინფექცია, შიდსი, დიაბეტი, ჰეპატიტი და ა
    რეგიონები
    • გურია
    • კახეთი
    • იმერეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • სამეგრელო ზემო სვანეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • შიდა ქართლი
    • თბილისი
    • რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი
    • ქვემო ქართლი
    • აჭარა
    IDS
    400 390

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროგრამა „მომავლის თაობა“ დეკემბრის 2014 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2014-12-01 - 2015-02-01
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2023-08-24 - 2023-10-27
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2016-09-15 - 2016-10-17
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...